ფრანგული პუატიეს ტურნირის მეორე წრეში ქართველმა საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ, ნასტასია ბურნეტს 6:1, 7:5 მოუგო
21 წლის ანა ტატიშვილი (88) ფრანგულ პუატიეში ყოჩაღობს, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი (100 ათასი დოლარი) მიმდინარეობს. პირველ წრეში ჩვენებურმა მსოფლიოს ყოფილ მე-11 ჩოგანს, ალიზ კორნეს (საფრანგეთი, 94) აჯობა - 0:6, 6:2, 6:4.

მეორე წრეში ქართველმა საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ იტალიელს, ნასტასია ბურნეტს (226) მოუგო, რომელმაც პირველ წრეში მსოფლიოს 46-ე ჩოგანი ლუსი ჰრადეჩკა (ჩეხეთი) გამოთიშა ასპარეზობიდან. ქართველმა ორ სეტში იმარჯვა - 6:1, 7:5 და ახლა მეოთხედფინალში რუს რეგინა კულიკოვას (132) დაუპირისპირდება.

ანთალიაში (თურქეთი) მცირე საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს (10 ათასი დოლარი). პირველ წრეში მე-3 ნომრად განთესილმა ეკა გორგოძემ (413) შვეიცარიელ ვიქტორია გოლუბიჩს მოუგო - 6:3, 6:0. მე-4 ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია (467) კი ჰოლანდიელ სინდი ბურგერთან დამარცხდა - 6:7 (3), 4:6. გორგოძემ მერვედფინალშიც იმარჯვა - ბულგარელი იულია სტამატოვა გამოთიშა ასპარეზობიდან - 7:5, 6:3. ახლა მისი მეტოქე უკრაინელი მარინა ზანევსკაა (456).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა