ნაკრებსმიღმა დარჩენილ თავდამსხმელს შოთა არველაძის სიტყვებმა გული კიდევ უფრო დაწყვიტა

ახლახან რუსული მედია წერდა, დავით სირაძეს ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი უმთავრდება და გუნდიდან მიდისო. თუმცა მალევე კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ინფორმაცია არ დაადასტურა, მეტიც, მისი თქმით, ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტყუილია. თანაც, ეს ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც კლუბმა ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზა და მე დავთანხმდი. ნალჩიკში ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. ახალი კონტრაქტი ორწლიანია და იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდს ნალჩიკის "სპარტაკში" გავატარებ. ამჟამად გუნდის სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ რაც ჩემზეა დამოკიდებილი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ", - თქვა მაშინ სირაძემ.

გუშინ დათოს ნალჩიკში დავუკავშირდით.

- სარისკო არ იყო კონტრაქტის გაფორმება კლუბთან, რომელსაც გასავარდნად აქვს საქმე?

- ასე არ მგონია. პრემიერლიგა მაისში დასრულდება, მანამდე კი დიდი დროა და ვითარების გამოსწორების შანსი გვაქვს.

- სხვა ვარიანტები არ გქონდა?

- იყო წინადადებები, მაგრამ ნალჩიკში ოთხი წელია, ვთამაშობ, პატივს მცემენ, მენდობიან და სამ ფეხბურთელს, მე, კონცედალოვსა და ჯუდოვიჩს დარჩენა შემოგვთავაზეს. დავილაპარაკეთ და შევთანხმდით.

სიმართლე გითხრათ, გავარდნაზე ფიქრიც არ მინდა, კიდევ 17 თამაში დაგვრჩა და ბრძოლა შეიძლება. ისეთი განსხვავებაც არ არის, რომ კონკურენტებს ვერ დავეწიოთ. კალენდარიც ხელს გვიწყობს, შედარებით სუსტ გუნდებს ვხვდებით და დარჩენა შესაძლებელია.

მაგრამ ვამჩნევ, ნალჩიკის გუნდი პრემიერლიგაში არ უნდათ, ბოლო ტურში მოსკოვის "ლოკომოტივს" გადავუარეთ, მაგრამ 1:2 წავაგეთ. დასანანი ის იყო, რაც მსაჯებმა დაგვმართეს - ამას საშინელება ჰქვია. არადა, რუსული მედია ამაზე დუმს, მსაჯებზე წერენ მხოლოდ მაშინ, თუ მოსკოვის გუნდებს ჩაგრავენ. ასეთი რამ საქართველოში რომ გაეკეთებინათ, მსაჯს მოკლავდნენ.

- 11 ნოემბრის საქართველო-მოლდოვას ამხანაგური მატჩის შეკრებაც უშენოდ ჩაივლის.

- რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივთან" ვითამაშე და ახლა მაინც ვერავინ იტყვის, რომ უთამაშებელი ვარ.

ადრეც გითხარით, რომ საბერძნეთთან თამაშისთვის გამოუძახებლობამ გული მატკინა. ახლა შოთა არველაძის ინტერვიუ ვნახე და მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამწყვიტა გული. ვინ არ დააყენა ქეცბაიამ ნაკრებში, მაგრამ ვერავინ გაამართლაო და ჩემი გვარიც ახსენა. მაინტერესებს, სადაც და როდესაც დამაყენეს, ან არ გავიტანე, ან საგოლე გადაცემა მაინც არ გავაკეთე? ასეთი სიტყვები ჩემზე იმდენად ცუდად მოქმედებს, ვფიქრობ, რომც გამომიძახონ, ღირს კი ჩამოსვლა, როდესაც პატარა მიწვალია და ისიც ყველამ დაივიწყა.

ასეთი უსამართლო ლაპარაკი მწყინს, თორემ შოთასგან კრიტიკასაც მივიღებ და რჩევასაც, რადგან გამოცდილი კაცია. მე ნაკრებზე არაერთხელ დამწყდა გული, თორემ, კარგად ვიცი, დრო რომ მოვა, ჩემზე ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ, ამას მტკიცება რად უნდა...

საერთოდ კი, ნაკრებზე ლაპარაკიც აღარ მინდა და, მოდი, ეს თემა დავხუროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gurami
სირაძეს დიდ პატივს ვცემ და დზალიანაც მიყვარს ეგ ფეხბურთელი მაგრამ როცა რუსეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან გუნდში განაცხადშიც კი ვერ ხვდები რა უნდა ნაკრაბში ეგეთ ფეხბურთელს? დავით,წამოდი ნალჩიკიდან თბილისის დინამოში,შენ თავსაც არგებ,დიანოსაც და ნაკრებსაც.
Hooligan10
Geo 100% ხარ..... ეგეტ რამეს ვერ წარმოვიდგენდი რო თურმე ხალხს იმიტო იძახებს ნაკრებში ქეცბაია რო დაიმტვრეს, საიდან ხალხო ამხელა ფანტაზია..... :D:D:D:D:D:D
Geo
zviadi ამის მართლა გჯერა თუ ხუმრობ?:)))) მაგრად მაცინე რა...:D ანუ ქეცბაიამ თარგამაძე იმიტომ გამოიძახა, რომ ტრავმა მიეღო და კარიერა დაესრულებინა ხო?!:D შენი ლოგიკით მაშინ სირაძეს იმიტომ არ იძახებს, რომ უფრთხილდება საწყალს, ნაკრებში ტრავმა არ მიიღოს...:D:D ეჰ, შენნაირი გაგების ადამიანები რომ არიან ფეხბურთში, იმიტომაც გავდივართ ბოლოდან მეორეზე ყველგან...
zviadi
ქეცბაიამ თარგამაძე ეს მართლაც ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი ტრამვისათვის გაწირა და სანაგვეზე აპირებს მოისროლოს. ამათ არ უნდათ ძლიერი ფეხბურთელები მერე ვეღარ დააბრალებენ ფეხბურთელებს თამაშების წაგებას. ახლა იტყვიან ხომ გამოიძახა თარგამაძეო. სწორედ ეგ ტაქტიკაა გამოიძახო, ტრამვა აკიდო, მერე მოისროლო. ასათიანის, სირაძის, კალაძისა და კიდევ ბევრის არ იყოს. ხალხო შეიგნეთ ესენი ფეხბურთში ფულის საკეთებლად არიან მოსულები და სხვა არაფერი აინტერესებთ. მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს არასდროს არ მივიდეს ნაკრების თამაშებზე და ამით გადავარჩენთ ქართულ ფეხბურთს. მოვიცილებთ ამ ნაძირალა მაფიოზებს.
zura
დათო შენ ამაგს ნაკრებში ვერც ქეცბაია დაგვავიწყებს და ვერც არველაძე,ყოველთვის კაცურად თამაშობდი და ჟინით,თამაშიდან ცოცხალმკვდარიც კი გაუყვანიხარ ექიმებს,რამდენი თამაში გადაგირჩენია!!! ღმერთი გფარავდეს დავით შენ და შენ მშობლებს ასეთი ქართველის აღზრდისთვის! ამ პინგვინებს კი ნუ მიაქცევ ყურადღებას, ესენი ფულის მონები არიან,თავისი მიზნებისთვის გაწირავენ ნაკრებსაც და ფეხბურთელებსაც..
zviadi
დავით თავს მიხედე არ არის შენი ადგილი ამ მაფიოზებთან ნაკრები არა კვახი
gigi
დათო ჯიგარი კაცი ხარ ქეცბაიამ რაც თამაშები მოიგო ყველა შენი დამსახურებით და შენი გოლებით მარა ეგ კაცი უმადური და დაუნახავია ლომბარდ პაპადან იძახებს ფეხბურთელებს და თბილისის დინამოდან და ზესტაფონიდან არა არაუშავს ძმაო გულს ნუ დაიწყვეტ
უძლევი
ბატონო დავით, თქვენ გული არ გაიტეხოთ, გულშემატკივრებსის გულში ოქროს ასოებით არის თქვენი სახელი ჩაწერილი! ბოლო წუთებზე რამდენჯერ გაიტანეთ და გაგვახარეთ, ვინ მოთვლის! ჩხოვრება ძუკნაა, ყოველთვის არ იძლევა რასაც ვთხოვთ!
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა