19 წლის მეორეხაზელი გიორგი ჩიტეიშვილი "აიას" სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში წლეულს ასაკობრივი გუნდიდან გადაიყვანეს
"აიაში" ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატში თავი კარგად გამოიჩინეს. მათ შორისაა 19 წლის მეორეხაზელი გიორგი ჩიტეიშვილი. 110 კგ. წონისა და 190 სმ. სიმაღლის მორაგბე "აიას" სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში წლეულს ასაკობრივი გუნდიდან გადაიყვანეს. დღეს სწორედ მას წარმოგიდგენთ.

"პატარაობისას ძიუდოზე დავდიოდი. ცნობილი მწვრთნელი, ორი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და ირაკლი ცირეკიძის აღმზრდელი, ომარ მერაბიშვილი მავარჯიშებდა, თუმცა, ძიუდოზე დიდხანს არ მივლია. რაგბის თამაში ქუთაისში, რაგბის სპეციალიზირებულ სკოლაში დავით გორდულაძესთან დავიწყე. პირველ მწვრთნელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მან რაგბის ანბანი შემასწავლა და სპორტის ეს სახეობა შემაყვარა. შემდეგ ზაზა თხელიძესთან გავაგრძელე ვარჯიში. შრომა არასდროს დამზარებია, საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი. გარჯა დამიფასდა და წლეულს ასაკობრივიდან მთავარ გუნდში გამიყვანეს."

გიორგი ჩიტეიშვილთან ერთად "აიაში" მისი რამდენიმე თანატოლი და თანაგუნდელიც მოხვდა. ახალგაზრდა მორაგბეები ქუთაისურ გუნდს კარგად შეეწყვნენ და მას ახალი ენერგია შესძინეს.

"აიას ასაკობრივი გუნდიდან წლეულს ჩემს გარდა ტარიელ ჩხიკვაძე, ლევან თხელიძე, ბექა არაბიძე, გიორგი ცირეკიძე, გიგა კუხიანიძე და ზურაბ ძნელაძე გადმოიყვანეს. ვფიქრობ, რეგულარულ ჩემპიონატში ურიგოდ არ გვიასპარეზია და გუნდის წარმატებაში მცირეოდენი წვლილი ჩვენც შევიტანეთ."

ახალგაზრდა მორაგბეს ქუთაისურ გუნდში არაერთი გამოცდილი მოთამაშე დახვდა, რომელთა გვედრითაც ოსტატობა დახვეწა და გამოცდილებაც შეიძინა.

"აია" ძალიან მეგობრული გუნდია, ერთი ოჯახივით ვართ. ვეტერანები ახალგაზრდებს გვერდში გვიდგანან და გამოცდილებას გვიზიარებენ. ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მინდოდა და ეს მოვახერხე. მწვრთნელები ნდობას მიცხადებენ და მეც ვცდილობ, რომ მათი იმედები გავამართლო. უმაღლეს ლიგაში ეს ჩემი სადებიუტო სეზონია და აქ თამაშით დიდ გამოცდილებასაც ვიღებ.

გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ყველაზე სასიამოვნოდ თბილისში, "ლოკომოტივთან" მოგებული მატჩი დაამახსოვრდა:

"ასეთ ძლიერ გუნდთან პირველად ვთამაშობდი და ძალიან გამიხარდა, როცა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს 21:18 ვძლიეთ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. გასულ შაბათს "არმიასთან" ჩატარებული მატჩიც დასამახსოვრებელი იყო. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. თანაც, მატჩს 3000- მდე მაყურებელი დაესწრო, ამდენი გულშემატკივარის წინაშე კი პირველად ვითამაშე".

გიორგი სამომავლოდ უცხოეთში თამაშზე ფიქრობს და თავისი საოცნებო გუნდიც ჰყავს, თუმცა იქმადე სხვა მიზნები აქვს:

"ძლიერ უცხოურ კლუბში თამაში ყველა ქართველი მორაგბის ოცნებაა. ჩემი სასურველი გუნდი ფრანგული "მონპელიეა", თუმცა იქამდე საკმაოდ შორია...ჯერ საქართველოს ჩემპიონატში უნდა დავამტკიცო, რომ კარგი რაგბის თამაში შემიძლია. ახლა ყველაზე მეტად "ლოკომოტივთან" მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობ. ფინალში გასვლა და ჩემპიონობის მოპოვება გვინდა და ეს უნდა მოვახერხოთ. უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა