მსოფლიო თასის მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი თანახმაა ინგლისის რაგბის კავშირთან ითანამშრომლოს
მსოფლიო თასის მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი თანახმაა ინგლისის რაგბის კავშირთან ითანამშრომლოს. თუმცა მას არ უთქვამს, რომ "პომების" მთავარი მწვრთნელის მარტინ ჯონსონის შეცვლა უნდა.

ბუნებრივია, მსოფლიოს თასზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ ჰენრი დიდების მწვერვალზეა, მაშინ, როცა საფრანგეთის ნაკრებთან მეოთხედფინალში მარცხის გამო ჯონსონს ინგლისში ალმაცერად დაუწყეს ყურება.

"დიახ, მსურს ინგლისის რაგბის კავშირთან თანამშრომლობა. არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა ადამიანებს დავეხმარო.

ცხადია, ამაყი ვარ იმით, რასაც "ოლ ბლექსთან" ერთად მივაღწიე, მაგრამ ახლა მინდა მწვრთნელებისა და მოთამაშეების განვითერებაზე, გარემოს დაცვაზე, კულტურაზე და მსგავს თემებზე ვიზრუნო. ეს ძალიან, ძალიან მინდა.

ვერაფრით მოვიწონებ იმას, რომ მწვრთნელს მედიისა და გულშემატკივრების ზეწოლის შედეგად, პირველივე წარუმატებლობის შედეგად ცვლიან. მწვრთნელის შეცვლა ხშირად არ არის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი." - თქვა გრემ ჰენრიმ "დეილი ტელეგრაფთან" საუბრისას.

ამასობაში კი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ჰენრის შემცვლელს ეძებს. სავარაუდოდ კანდიდატი ოცია, თუმცა ორი ყველაზე სასურველი, თავდანვე გამოირიცხა. უელსის ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა უორენ გეთლენდმა ახალი კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე გააფრომა. "ვოლაბების" მწვრთნელი რობი დინსი კი ავსტრალიაში 2013 წლის ბოლომდე რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად