ირანელებმა ინდურ ჰოკეიში ჩვენებურ გუნდებთან სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და საქართველო კარგ განწყობაზე დატოვეს
ამ დღეებში საქართველოს ირანის ქალ ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები სტუმრობდა. ირანელებმა ინდურ ჰოკეიში ჩვენებურ გუნდებთან სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და საქართველო კარგ განწყობაზე დატოვეს.

პირველი შეხვედრა სტუმრებმა ოზურგეთის სპორტის სასახლეში "ჩოხატაურის" წინააღმდეგ ჩაატარეს. სპეციფიკურ სპორტულ ეკიპირებასა და ჩადრებში შემოსილმა სტუმრებმა ადგილობრივებში დიდი დაინტერესება გამოიწვიეს და შეხვედრას საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო.

ირანელები ნამგზავრი და გადაღლილები იყვნენ, ამიტომ მათი სურვილით პირველ მატჩში 1515 წუთიანი ტაიმები ითამაშეს. დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამის შემდეგ, ირანელთა 21 ქალისგან შემდგარმა დელეგაციამ ქუთაისში გადაინაცვლა და იქაურ სპორტის სასახლეში "ბათუმი" დიდი ანგარიშით10:0 დაამარცხა.

ბოლო მატჩი ირანელებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს. შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მათ გახსნეს, თავი თამუნა სუპატაშვილმა გამოიჩინა. აზიელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, შესვენების შემდეგ კი კიდევ სამი გოლი გაიტანეს და 4:1 გაიმარჯვეს.

ირანელები საქართველოში სტუმრობით კმაყოფილი დარჩნენ და საპასუხოდ, მომავალი წლის მარტისთვის ჩვენი ეროვნული გუნდი თავიანთ სამშობლოში მიიწვიეს. საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ავთანდილ თევდორაძის თქმით, ირანელთა მარცხის ძირითადი მიზეზი დიდი ასაკობრივი სხვაობა და გამოცდილების ნაკლებობა იყო და დასძინა, რომ "ირანელები აზიის ჩემპიონატში თამაშობენ და იქ ისეთ გუნდებთან იღებენ გამოცდილებას, როგორიც პაკისტანი და ინდოეთია.

თანაც, მათი ჰოკეისტების საშუალო ასაკი 26-27 წელია. ჩვენი ნაკრები კი ძირითადად 15-17 წლის გოგონებით არის დაკომპლექტებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე შევიკრიბეთ, ირანი კი ამხანაგური შეხვედრებისთვის კარგად მომზადებული ჩამოვიდა".

ბოლოს გაცნობებთ, რომ ნოემბერში ინდურ ჰოკეიში ქალთა და ვაჟთა შორის საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდება. მატჩები ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ