ვინ რა წვლილი შეიტანა ქართველი გულშემატკივრების რამდენჯერმე გახარებასა და უფრო მეტ იმედგაცრუებაში
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი საკვალიფიკაციო ტურნირი წარუმატებლად დაასრულა და ისევ დაიწყო იმის აქტიური განხილვა, აქვს თუ არა ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს რაიმე პროგრესი, შესაცვლელია თუ არა მთავარი მწვრთნელი და სხვა.

ამის თაობაზე მსჯელობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, დღეს კი თქვენს ყურადღებას იმ თემაზე შევაჩერებთ, რომელზე კამათიც, უბრალოდ, შეუძლებელია - ყველაზე ზუსტი და თვალსაჩინო მაჩვენებელი, რაშიც კორექტივებს ვერავინ შეიტანს და ვერც ფაქტების ინტერპრეტაციას მოახდენს, სტატისტიკაა. ასე რომ, გადავხედოთ, ვინ რა წვლილი შეიტანა ქართველი გულშემატკივრების რამდენჯერმე გახარებასა და უფრო მეტ იმედგაცრუებაში.

ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე გუნდის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ათივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. თუკი ტრავმიანობის ან გაფრთხილებათა ჭარბი რაოდენობის გამო წინა შესარჩევებში კალაძე ნაკრებს არცთუ იშვიათად აკლდებოდა, ამჟამად იგი მუდმივად მწყობრში იყო და ძველებურად დაცვის ლიდერადაც გვევლინებოდა.

ასევე ათივე მატჩში ითამაშა კიდევ ერთმა ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმა, თუმცა სრულად ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია. შეგახსენებთ, განვლილი ციკლის პირველი ქართული გოლი სწორედ მის ანგარიშზეა - იაშვილმა საქართველოს ნაკრები საბერძნეთში დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა ქულა მაინც გადაარჩინეს.

კალაძის მაჩვენებელს აუცილებლად გაიმეორებდა და ნაკრებს ერთი წუთითაც კი არ დააკლდებოდა ლევან კობიაშვილი, რომ არა თელ ავივში მიღებული ყვითელი ბარათი, რომელმაც ხორვატიაში თამაშის უფლება არ მისცა. თუმცა, ამის მიუხედავად, კობიმ მეასე სანაკრებო მატჩის გამართვა წელსვე მოასწრო.

ზუსტად კობიაშვილის მდგომარეობაში აღმოჩნდა ზურაბ ხიზანიშვილი - ერთი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, დანარჩენი 9 კი შეუცვლელად ჩაატარა.

კალაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი - ეს ის სამეულია, რომელსაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მთელი შესარჩევის განმავლობაში მყარად ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული. ხაზგასმითაა სათქმელი, რომ სამივე "ძველი გვარდიიდანაა".

ამ სამეულისა და იაშვილის გარდა, სასტარტო თერთმეტეულის ხშირ წევრებად უნდა დავასახელოთ ალექსანდრე ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი.

როგორ არ გავიხსენოთ მალხაზ ასათიანი, რომელიც საწყის ოთხ მატჩში შეუცვლელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მერე უკლუბოდ და, შესაბამისად, უნაკრებოდ დარჩა. სამწუხაროდ, დღესაც კი არ გვაქვს იმის თქმის თუნდაც მცირე საფუძველი, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს ნაკრებში მალე ვიხილავთ. უარესიც, ჩვენი ინფორმაციით, მალხაზს ფეხბურთის თამაშის სურვილი გაუქრა და კარიერის გაგრძელებაზე აღარც ფიქრობს.

რევიშვილი ვახსენეთ და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი დამაჯერებელი და სტაბილური თამაშის წყალობით გასული შესარჩევი ციკლი ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველია, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მეკარის პრობლემა არ ჰქონია. უდავოა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს აკაკი დევაძის შემდეგ ასეთი საიმედო კიპერი არ ჰყოლია. მოკლედ, პრობლემა, რომელიც საქართველოს ნაკრების საკადრო პრობლემებს შორის ყოველთვის ერთ-ერთი უპირველესი იყო, მოგვარებულია.

ლოგიკურია, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვებში რევიშვილი დიდი უპირატესობით ლიდერობს.

ბუნებრივია, არც ქართული დაცვის წვლილის დავიწყება შეიძლება. თემურ ქეცბაიას გუნდმა 10 შესარჩევ მატჩში 9 ბურთი გაუშვა, რაც, ბუნებრივია, უპირველესად, უკანა ხაზის დამსახურებაა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან განვლილ ციკლში არავინ გაუძევებიათ და ამიტომაც ეს გრაფა სტატისტიკაში საერთოდ არ შევიტანეთ.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან განვლილ შესარჩევში 2 გოლზე მეტი არავის გაუტანია. ორ-ორი ბურთია დავით სირაძისა და ჯაბა კანკავას ანგარიშზე, თითო გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა, ლევან კობიაშვილმა და დავით თარგამაძემ გაიტანეს. ეს უკანასკნელი, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ბოლო 3 შესარჩევი შეხვედრა ჩაატარა, ნაკრებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, შეცვლაზე სირაძე შევიდა, იაშვილი კი 8-ჯერ მოხვდა ძირითადში და 8-ჯერვე შეცვალეს. სათადარიგოთა სკამზე ყველაზე დიდი დრო მეკარე გიორგი ლორიამ გაატარა. ასევე 7-ჯერ იყო თადარიგში სირაძე, მაგრამ სკამზე ბოლომდე მხოლოდ 2-ჯერ დარჩა.

განვლილ ციკლში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 30-მა ფეხბურთელმა ითამაშა, კიდევ 3 კი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დასჯერდა, თუმცა ცხრილში მათი გვარებიც შევიტანეთ. ამ სამიდან კახა ალადაშვილსა და ჯაბა ლიპარტიას ნაკრების ღირსება ძველ ციკლებშიც დაუცავთ და ამხანაგურ მატჩებშიც უთამაშიათ, როინ კვასხვაძეს კი, რომელსაც ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ კუპერიც კი იწვევდნენ, ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

ბოლო შესარჩევში საქართველოს ნაკრების ყველაზე უფროსი წევრი ლევან კობიაშვილი იყო, ყველაზე უმცროსი კი - ჯანო ანანიძე. მათ შორის ასაკში სხვაობა 15 წელია.

ზემოთ ნახსენები 33 ფეხბურთელიდან ამ მომენტისთვის ლეგიონერია 25, ქართულ კლუბებს წარმოადგენს 7 მოთამაშე, ხოლო ასათიანი მოქმედ ფეხბურთელებში აღარ ფიგურირებს. მურთაზ დაუშვილი, რომელიც ახალი წლიდან უკრაინულ "კარპატიში" ითამაშებს, ლეგიონერთა რიცხვს მივაკუთვნეთ. სწორედ დაუშვილი იყო საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში სტაბილურად ასპარეზობდა - ბუნებრივია, მის ტრანსფერთან დაკავშირებულ გახმაურებულ სკანდალამდე.

შესარჩევი ტურნირი საბერძნეთთან გასვლითი მატჩით დავიწყეთ და მასთან საშინაო შეხვედრით დავასრულეთ. იმ 11 ფეხბურთელიდან, რომლებმაც ათენური მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, ბოლო შეხვედრის სასტარტოში მხოლოდ 5 იყო.

ასაკი პოზ. წუთი მატჩი გოლი გაფრთ.

ნუკრი რევიშვილი 24 მეკ 720 8 0 1

გიორგი ლორია 25 მეკ 180 2 0 0

როინ კვასხვაძე 22 მეკ 0 0 0 0

ზურაბ ხიზანიშვილი 30 მცვ 810 9 0 3

კახა კალაძე 33 მცვ 900 10 0 0

ალექს.ამისულაშვილი 29 მცვ 701 8 0 1

მალხაზ ასათიანი 30 მცვ 360 4 0 0

ლაშა სალუქვაძე 29 მცვ 371 5 0 0

დავით კვირკველია 31 მცვ 293 4 0 0

გია გრიგალავა 22 მცვ 180 2 0 0

აკაკი ხუბუტია 25 მცვ 270 3 0 1

გურამ კაშია 24 მცვ 350 4 0 1

კახა ალადაშვილი 28 მცვ 0 0 0 0

უჩა ლობჟანიძე 24 მცვ 318 4 0 2

ლევან კობიაშვილი 34 ნახ 810 9 1 2

გოგიტა გოგუა 28 ნახ 290 5 0 1

სანდრო კობახიძე 24 ნახ 13 1 0 0

ჯაბა კანკავა 25 ნახ 492 6 2 2

გიორგი მერებაშვილი 25 ნახ 76 3 0 0

მურთაზ დაუშვილი 22 ნახ 254 5 0 0

დავით თარგამაძე 22 ნახ 270 3 1 1

შოთა გრიგალაშვილი 22 ნახ 111 3 0 0

თორნიკე აფციაური 31 ნახ 15 1 0 0

ალექსანდრე კოშკაძე 29 ნახ 3 1 0 0

ჯანო ანანიძე 19 ნახ 419 7 0 0

ალექსანდრე იაშვილი 34 თავ 573 10 1 1

დავით სირაძე 30 თავ 330 7 2 1

ლევან მჭედლიძე 21 თავ 65 1 0 1

ლადო დვალიშვილი 25 თავ 324 8 0 0

ნიკოლოზ გელაშვილი 26 თავ 30 1 0 0

ჯაბა ლიპარტია 23 თავ 0 0 0 0

სანდრო გურული 25 თავ 25 1 0 0

ოთარ მარცვალაძე 27 თავ 347 5 0 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა
არც კალაძე ყოფილა ანგელოზი და არც ნაკრების რომელიმე სხვა წევრი. ქეცბაიას შეიძლება დიდი წვლილი მიუძღვის წარუმატებლობაში, მაგრამ ის, რომ თამაშისას მარტო ბურთიანი ქართველი დარბოდა, სულაც არაა მისი ბრალი. კიდე გვჭირდება მაღალი დონის თავდასმსხმელი, როგორიც შოთა არველაძე იყო. მეკარეები ძალიან მაგრები არიან დღეს და თან არა მარტო ლორია და რევიშვილი. კვასხვაძეც...
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა