ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გიორგი ნიჟარაძე: საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი აუცილებლად შეიცვლება

გიორგი ნიჟარაძე: საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი აუცილებლად შეიცვლება

"ბორჯღალოსნები" გაისად ორ მატჩს აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან, 2013-ში კი არგენტინასთან გამართავენ
ახალი ზელანდიიდან, სადაც ახლახან მსოფლიოს თასის გათამაშება დასრულდა, თბილისში დაბრუნდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც "ბორჯღალოსანთა" გამომგზავრების შემდეგ "კივების ქვეყანაში" დარჩა და IRB-ს მაღალჩინოსნებთან და სხვდასხვა ქვეყნების რაგბის კავშირის ხელმძღვენელებთან საქმიან შეხვედრებს მართავდა.

ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ, სავარაუდოდ, მსოფლიოს რაგბის შეჯიბრთა სტრუქტურებში და თავად ქართულ რაგბიში, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. თუმცა, უფრო დაწვრილებით ყოველივეს შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტი თავად გვიამბობს:

- ისე მოხდა, რომ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ოქლენდში, ერთ სასტუმროში ელიტური სარაგბო ქვეყნების ხელმძღვანელებთან მომიწია ცხოვრება. ცხადია, ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არაფრით იქნებოდა და უამრავი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ.

საქართველოს ნაკრების თამაშმა ერთმნიშვნელოვნად მაღალი შეფასება დაიმსახურა. ყველა მკაფიოდ აღნიშნავადა ჩვენი გუნდის პროგრესს.

IRB-ს მაღალჩინოსნები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ რაგბის კავშირის წვლილს ამ საქმეში და მუდამ იმაზე მიუთითებდნენ, როგორი დამოკიდებულებაა რაგბისადმი ჩვენს ქვეყანაში, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ზრუნავს მის განვითარებაზე. IRB-ს ასამბლეაზე საქართველო დაასახელეს მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარმატებულად განახორციელო ინვესტიციები.

ყოველივე ეს კარგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დროზე უნდა დავივიწყოთ და კრიტკიულად მივუდგეთ ჩვენ საქმიანობას, ვიფიქროთ იმაზე რა შეცდომები დავუშვით.

- მაინც რა შედცომები დაუშვა რაგბის კავშირმა თავის საქმიანობაში?

- ეს ჯერ კიდევ გასაანალიზებელია. ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი, რა გავაკეთეთ სწორად და რა ვერა ნაკრების მზადების პროცესში, საკადრო პოლიტიკაში. ეს აუცილებელია რათა შემდეგი ოთხი წელიწადი ზუსტად დავგეგმოთ, იგივე შეცდომები რომ არ გავიმეოროთ.

ჩვენი კონკურენტები პროგრესირებენ და ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მკვეთრი ნახტომით წინ წაწევა და 2015 წლის მსოფლიოს თასზე სულ სხვა მიზნებით და ამბიციებით უნდა გავემგზავროთ. ერთი მეტოქის დამარცხება და დანარჩენებთან ღირსეულად თამაში საკმარისი აღარ იქნება.

- ყველას ძალიან აიტერესებს შეიცვლება თუ არა სქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი?

- მწვრთნელთა შტაბში ცვლილებები აუცილებლად იქნება. გადაწყვეტილებას ახალი წლის დადგომამდე მივიღებთ.

- ძალიან ბევრი სპეციალისტი ალაპარაკდა ევროპის ექვსი ერის გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

- ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ის დიდხანს არ გაფართოვდება. ექვსი ერი არ ექვემდებარება IRB-ს. ეს არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს იზიდავს.

რეალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას, ჩვენთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ მეორე დონის გუნდებთან. ამის თაობაზე სამსჯელოდ იანვარში შევიკრიბებით, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2012 წლის ივნისში საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს სტუმრად აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან. 2013 წლის ივნისში კი, არგენტინის რაგბის კავშირმა მათთან საასპარეზოდ დაგვპატიჟა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი ინიციატივაა, მათთვის ეს არავის დაუვალებია. ტურნე რომ ნაყოფიერი გამოდგეს, გამორიცხული არ არის, მეზობელ ურუგვაისაც ვეწვიოთ და ამ ქვეყნის ნაკრებსაც ვეთამაშოთ.

ამასთან, აუცილებლად გვექნება ტესტების რამდენიმე თამაში ნოემბერში, თუმცა მეტოქეთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

- ნაკრებისთვის დატვირთული სეზონი, ცხადია, კარგია, მაგრამ ივნისში საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების პრობლემა ისევ ხომ არ იჩენს თავს?

- დიახ, მაგრამ პრობლემას მოგვარება უნდა. საჭირო იქნება დამატებითი საკმაოდ სერიოზული თანხები, რათა ამ მორაგბეებს კომპენსაციის სახით მოტივაცია გავუჩინოთ.

ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ შემდეგ ოთხ წელიწადში ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ნაკრები მსოფლიო თასისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. მუდმივად გაგრძელდება ექსპერიმენტები. აუცილებლად უნდა წამოვწიოთ წინ ახალგაზრდა მორაგბეების ჯგუფი, აუცილებელია ნაკრებში კონკურენცია გაიზარდოს და თუ აქამდე, ნაკრების წევრებს 50 მორაგბიდან ვარჩევდით, ეს რიცხვი ასამდე მაინც უნდა ავწიოთ.

- IRB-ს მაღალჩინოსნები საქართველოში ვიზიტისას დაგვპირნდენ, რომ მომდევნო ციკლში, საქართველოს რაგბის კავშირს დახმარების რაოდენობას გაუზრდიდა.

- ეს ალბათ 2013 წლიდან მოხდება, რადგან სწორედ ამ დროს შეიცვლება ოფიციალურად ჩვენი სტატუსი. საქართველოს რაგბის კავშირი ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება ფინანსურად მომგებიანი არ აღმოჩნდა. 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასთან შედარებით თანხა 50-60 მილიონი დოლარით ნაკლები შევიდა. ეს, ცხადია, მომავალ დაფინანსებაზე გავლენას იქონიებს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მუშაობით კმაყოფილნი არიან და, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაფინანსება 2013 წლიდან მაინც გაგვეზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• luka

ივანიშვილი შეატუხონ და ნახავთ როგორ აშენდება სარაგბო სტადიონები.ეს მთავრობა ძალიან ზრუნავს რაგბიზე.

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა