"ბუნდესლიგა ბოლო წლებში ყველაზე გაწონასწორებული ლიგა იყო მთელს ევროპაში და ახლა კიდევ უფრო მეტად დაბალანსებულია. ეს კი იმის გარანტიაა, რომ...

გუშინ

ბაიერნი-ვოლფსბურგი 2:1

დღეს

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 17:30

ბორუსია (მ)-ნიურნბერგი 17:30

კიოლნი-კაიზერსლაუტერნი 17:30

ფრაიბურგი-ზტ. პაული 17:30

ჰანოვერი-აინტრახტი 17:30

ჰამბურგი-შალკე 20:30

ხვალ

მაინცი-შტუტგარტი 17:30

ბორუსია (დ)-ლევერკუზენი 19:30

"ბუნდესლიგა ბოლო წლებში ყველაზე გაწონასწორებული ლიგა იყო მთელს ევროპაში და ახლა კიდევ უფრო მეტად დაბალანსებულია. ეს კი იმის გარანტიაა, რომ სეზონი არნახულად დაძაბული იქნება," - ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ანალიზი გახლავთ, განცხადება, რომელიც იოგიმ "კიკერისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.

რიგით 48-ე სეზონის პირველი ტურის წინ, რომელიც გუშინ "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" მატჩით გაიხსნა, სატრანსფერო ბაზრისთვის თვალის გადავლებაც კი კმარა იმისათვის, რომ ბუნდესლიგის გაწონასწორებულობა დავინახოთ: მოქმედ ჩემპიონ "ბაიერნს" აქამდე ფული არცერთ ფეხბურთელში არ გადაუხდია და ლუის ვან გაალი წინა სეზონის შემადგენლობას ენდობა - შემადგენლობას, რომელმაც გასულ სეზონში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

სხვა კლუბებმა კი, რომლებსაც "ბაიერნის" ტახტიდან ჩამოგდება უნდათ, ძალიან საინტერესო და საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსფერები განახორციელეს. "ბაიერნთან" ერთად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა არც მეტი, არც ნაკლები, ერთბაშად შვიდ კლუბს შეუძლია. ესენი არიან: "შალკე", "ლევერკუზენი", "ვერდერი", "შტუტგარტი", "ჰამბურგი", "ვოლფსბურგი" და დორტმუნდის "ბორუსია". ამ გუნდების მწვრთნელებისთვის პროგრამა მინიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაა, მაგრამ გულისხმობენ საუკეთესო სამეულს და ოცნებობენ პირველობაზე. "ბაიერნსა" და ზემოთ ხსენებულ შვიდეულს კიდევ რამდენიმე საინტერესო გუნდი ემატება (მაგალითად, "გლადბახი", "აინტრახტი", "მაინცი") და ფაქტია, რომ ლიოვი ცამდე მართალია.

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და უკვე სრული ქაოსია "ჰანოვერში", რომელიც დღეს "აინტრახტს" მასპინძლობს. ქაოსი კი იმის ბრალია, რომ "წითლები" გერმანიის თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ, დამარცხდნენ რა "ელვერსბერგთან". ამრიგად, "ჰანოვერის" თავკაცი მირკო სლომკა პირველივე ტურის წინ უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მირკოს კლუბის მენეჯერ იორგ შმადტკესთან ძალიან დაეძაბა ურთიერთობა. "აინტრახტი" კი ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში და მშვიდად ხვდება. ფრანკფურტელებმა გერმანიის თასის პირველ ეტაპზე დამაჯერებლად მოიგეს და საინტერესო ისაა, რომ "აინტრახტიდან" გოლი გაიტანა ბერძენმა ფორვარდმა იოანის ამანატიდისმა, რომელიც წინა სეზონში 8 თვის მანძილზე ტრავმირებული იყო.

საქმეს დღეიდან შეუდგება ორივე ახალწვეული, "კაიზერსლაუტერნი" და "ზანკტ პაული". თანაც, ორივე დებიუტანტს გასვლითი მატჩი ელის. "კიცელები" (ზტ. პაულის მეტსახელია) ფრაიბურგში ჩადიან და უნდათ, რომ ქომაგებს გერმანიის თასზე განცდილი კრახი (მოულოდნელი მარცხი "ხემნიტცთან") დაავიწყონ. პფალცელი "ეშმაკები" კი "კიოლნს" სტუმრობენ.

ბრემენის "ვერდერი" დღეს მეორე მატჩს ატარებს "რეალში" გადასული მესუთ იოზილის გარეშე (პირველი, ბრემენელებმა მოიგეს, დაამარცხეს რა გენუის "სამპდორია", 3:1) და "ჰოფენჰაიმს" ხვდება. გენუურ კლუბთან ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, თომას შააფის მიზანი ბუნდესლიგაში სათანადო სტარტის აღებაა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ "სამპდორიასთან" პაექრობამ "ვერდერს" ძალები წაართვა. რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს": აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც "სოფლელები" სატრანსფერო ბაზარზე სასურველ მოთამაშეებს ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით ახალი არავინ უპოვნიათ. არსებული შემადგენლობით კი, "ჰოფემ" გერმანიის თასზე მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ "ჰანზას" 4:0 მოუგო.

შაბათის ცენტრალური მატჩი კი საღამოს, ჰამბურგში გაიმართება, სადაც ადგილობრივი HშV "შალკეს" ხვდება. ეს კი პოტენციურად ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბების დუელია, რაც თავისთავად უდიდეს ინტერესს იწვევს. ამ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის "რეალის" ორი ყოფილი გოლეადორი უპირისპირდება: რუუდ ვან ნისტელროი (ჰამბურგი) და რაული (შალკე). გარდა ამისა, "შალკედან" "ჰამბურგში" გადასული მცველი ჰაიკო ვესტერმანი, რომელიც გელზენკირხენული კლუბის კაპიტანი იყო, ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "შალკეში" ბოლო დროს არცთუ ჯანსაღი სიტუაციაა. "ხუმარების" მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი დღენიადაგ იმეორებს, რომ მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ფულს ითხოვს - თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა და არ გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაში შევრცხვეთ, კიდევ უნდა გავძლიერდეთო. ასეთი განცხადებების მოსმენა კი არა მარტო შეფებს, არამედ ნელ-ნელა გულშემატკივრებსაც ყელში ამოუვიდათ.

ხვალ კი, ტრადიციისამებრ ორი მატჩია, სადაც ის სამი კლუბი თამაშობს, რომლებმაც ხუთშაბათს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს. "შტუტგარტი" მაინცის "ბრუხვეგშტადიონზე" ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მაინცელებმა დუბაიში გადახვეწილი თავდამსხმელის, არისტიდ ბონსეს შემცვლელი იპოვნეს: მორტენ რაზმუსენი.

დორტმუნდის "ბორუსია", რომელმაც ხუთშაბათს აზერბაიჯანული "ყარაბახი" 4:0 გაანადგურა, "ლევერკუზენს" მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხაელ ბალაკი ბუნდესლიგაში "ვესტფალენშტადიონიდან" ბრუნდება. "ფარმაცევტებმა" ევროპის ლიგაში გაივარჯიშეს (3:0 ტავრიასთან) და ახლა ბუნდესლიგაში ჯეროვანი სტარტის აღების იმედი აქვთ. "ჰამბურგი"-"შალკესი" არ იყოს, ესეც ტურის ერთ-ერთი ცენტრალური, პოტენციურად ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებაა.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს