გამეორება გმირობის ტოლფასია

ხეტაფე კლუბ დე S.A.D.

მხარე: კასტილია

დაარსდა: 1983

მწვრთნელი: მიჩელი (47 წლ)

სტადიონი: კოლისეუმ ალფონსო პერესი (17 700)

გასულ სეზონში: მე-6

ტიტულები: -

საიტი: http://www.getafecf.com/

ტრანსფერები

მივიდნენ: ბორხა (ვალიადოლიდი), მარკანო (ვილიარეალი), არისმენდი (სარაგოსა), მოსკერა (რეალ B), ადრიან კოლუნგა (რეკრეატივო).

წავიდნენ: რობერტო სოლდადო (ვალენსია), პედრო ლეონი (რეალი), დავიდ ბელენგერი (ბეტისი), დავიდ კორტესი (ერკულესი), კეპა (რეკრეატივო), ადრიან გონსალესი (რასინგი), სელესტინი (კონტრაქტი დაუსრულდა).

შარშანდელი სეზონი მადრიდის გარეუბნის მოკრძალებულმა კლუბმა სუპერშედეგით დაასრულა, მიჩელის ბიჭებმა მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს. ამის შემდეგ კი უკვე ცხადი იყო, რომ "ხეტაფეს" შემადგენლობის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. მთავარი მეგოლე რობერტო სოლდადო "ვალენსიაში" გადავიდა, საუკეთესო ფეხბურთელი პედრო ლეონი - "რეალში", მიჩელის ვაჟმა ადრიან გონსალესმა სანტანდერის "რასინგს" მიაშურა. ის კი არა, რომ არა ჟოზე მოურინიო, "რეალი" თავად მიჩელის წაყვანასაც აპირებდა, რაზეც უარს არც წარსულში "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი იტყოდა. მიჩელს შარშანდელი შედეგის გამეორებას, სამწვრთნელო გმირობად ჩავუთვლით.

ხეტაფე 2009/10: კოდინა (22 თამაში), უსტარი (16თ); მანუ (36თ, 8გ), პედრო ლეონი (35თ, 8გ), მანე (35თ), კასკერო (32თ, 5გ), დიასი (30თ, 1გ), ბოატენგი (29თ), პარეხო (28თ, 6გ.), რაფა ლოპესი (27თ), მარტინესი (27თ), სოლდადო (26თ, 16გ), მ. ტორესი (26თ), ა. გონსალესი (25თ, 1გ.) სელესტინი (24თ), ალბინი (23თ, 3გ.), კორტესი (20თ), რიოსი (18თ, 1გ), მიკუ (16თ, 5გ), მარიო (13თ), ბელენგერი (13თ), კეპა (5თ), კონტრა (3თ), ესკასი (1თ).

ხეტაფე 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): უსტარი - მარკანო, ალვარესი, დიასი, მანე - პარეხო, ბოატენგი, კასკერო, გავილანი - კოლუნგა, მანუ.

შემდეგ სამ სხვა კლუბს წარმოგიდგენთ: "ერკულესს", "ლევანტესა" და "მალაგას"...

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა