არ გამართლდა კალათბურთის მოყვარულთა მოლოდინი იმის შესახებ, რომ გასულ უქმეებზე ლოკაუტი დასრულდებოდა
არ გამართლდა კალათბურთის მოყვარულთა მოლოდინი იმის შესახებ, რომ გასულ უქმეებზე ლოკაუტი დასრულდებოდა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებოდა. ნიუ იორკში გამართულ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ისევ უშედეგოდ დასრულდა. ამჯერადაც, კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირი საერთო შემოსავლის გაყოფის საკითხში "გაიჭედნენ": ლიგის მხარე კვლავ მოგების თანაბარ განაწილებას ითხოვს, მოთამაშეებმა კი თავიანთი მოთხოვნა 52 პროცენტამდე დაიყვანეს.

მოლაპარაკებათა ამ რაუნდის შემდეგ ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა - 30 ნოემბრის ჩათვლით რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩი გაუქმებულია.

"სამწუხაროდ, მხარეებს შორის ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელთა მოგვარებამდე ვერ მივიდნენ. ამიტომაც, იძულებულნი ვართ ნოემბრის ყველა მატჩი გავაუქმოთ. უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ NBA-ში სრული სეზონი არც ერთ ვარიანტში არ იქნება.

მოთამაშეები ვერ ხვდებიან იმას, რომ მფლობელები ლოკაუტის გამო უზარმაზარ წაგებაში არიან. შესაბამისად, ლიგის მორიგი წინადადება მათთვის კიდევ უფრო წამგებიანი იქნება, რადგან მათ ეს დანაკარგი უნდა დაფარონ", - ამბობს სტერნი.

მოთამაშეთა პროფკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმაც გააკეთა კომენტარი შაბათის შეხვედრაზე: "დერეკ ფიშერმა და

მე მივანიშნეთ მფლობელებს, რომ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში, თუ საერთო მოგების 52 პროცენტს მივიღებთ, მაგრამ ისინი თანაბრად გაყოფას ითხოვენ. ჩვენ ისედაც დიდ დათმობებზე წავედით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე რომ, მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა".

პროფკავშირების პრეზიდენტის დერეკ ფიშერის თქმით, მან არ იცის, რატომ დასრულდა ბოლო შეხვედრა წარუმატებლად: "ჩვენ გვინდოდა ხელშეკრულების გაფორმება. ყოველთვის ასეთ განწყობაზე ვართ, მაგრამ დღეს ვერ შევძელით პრობლემის მოგვარებასთან მიახლოება. მხარეები საკუთარ პოზიციაზე იდგნენ და არ სურდათ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა. არ ვიცი, როდის განახლდება მოლაპარაკებები. მფლობელთა წინადადებებში ისევ ბევრი შეზღუდვაა".

"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა კევინ დურანტმა ახსნა, რატომ ითხოვენ მოთამაშეები საერთო მოგების 52 პროცენტს.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ კალათბურთელებს აღარასოდეს ექნებათ ლიგის საერთო მოგების 57-პროცენტიანი წილი, როგორც ეს ადრე იყო.

ამიტომაც ვითხოვთ, თუნდაც 52 პროცენტი დაგვიტოვონ. თუ დღეს ჩვენ სისუსტეს გამოვიჩენთ და თანაბარ განაწილებას დავთანხმდებით, მოგვიანებით ნახევარზე ნაკლებს შემოგვთავაზებენ. ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მოთამაშეთა მომავალ თაობაზეც ვფიქრობთ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" NBA-ის ვარსკვლავმა.

ამასობაში, პრობლემა შეექმნა NBA-ის ვარსკვლავთა ექვსმატჩიან მსოფლიო ტურნეს. კერძოდ, გაურკვეველი ვადით გადაიდო პუერტო რიკოში გასამართი პირველი შეხვედრა, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მატჩის ახალი თარიღი 3 ნოემბერს გამოცხადდება.

დანარჩენ ხუთ შეხვედრას, რომელიც ლონდონში, ჩინეთსა და ავსტრალიაში უნდა გაიმართოს, მაყურებელი ნოემბერის ბოლო რიცხვებში იხილავს.

სხვათა შორის NBA-ის ვარსკვლავთა გუნდს გამოაკლდა "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. "სუპერმენმა" უარი თქვა მგზავრობაზე. ასევე სხვადასხვა მიზეზით ტურნეში არ მიემგზავრებიან დერიკ როუზი, რასელ უესტბრუკი, ლებრონ ჯეიმსი, კრის პოლი და კარმელო ენტონი. კითხვის ნიშნის ქვეშაა კობი ბრაიანტის, კევინ დურანტის, ბლეიკ გრიფინისა და კევინ გარნეტის მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!