16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 18,5 ქულით მეთერთმეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს
ქოჯაელში (თურქეთი) დასასრულს უახლოვდება 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა, რომელშიც კარგად დაიწყო ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ ბოლო სამ ტურში საგრძნობლად გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა: მე-7 ტურში ჩვენებმა აზერბაიჯანელებთან წააგეს 1,5:2,5 (გუგა ბურდულმა მისრათდინ ისკანდაროვს სძლია, ირაკლი ბერაძე და ნინო ხომერიკი ნიჯათ აბასოვთან და შუჯაათ ორუჯოვთან დამარცხდნენ, შალვა ნადირაშვილი ულვი ბაჯარანის დაუზავდა), მერვეში მალაიზიელებსაც დანებდნენ მსგავსი ანგარიშით (ამჯერად ბურდულმა და ხომერიკმა წააგეს, ბერაძემ გაიმარჯვა, ნადირაშვილმა კი ქულა გაიყო მეტოქესთან), არადა, რუსებმა გუშინ ამ გუნდს 3,5:0,5 სძლიეს.

ბოლოსწინა ტურში საქართველოს ნაკრები ირანის გუნდმა გაანადგურა 3,5:0,5: პოუია იდანი-ბერაძე 1:0, ნადირაშვილი-ნიმა ჯავანბახტი 0.5:0.5, ამირ კოვსარინია-ბურდული 1:0, ხომერიკი-აჰმად ასგარიზადეხი 0:1.

ცხრა ტურის შემდეგ 26,5 ქულით რუსეთი მეწინავეობს, პირველ ხუთეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან სომხეთი (25), ირანი (24,5), აზერბაიჯანი (23,5) და ინდოეთი (21). საქართველო 18,5 ქულით სირიასთან, მალაიზიასთან და თურქეთთან ერთად მეთერთმეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს. ბოლო ტურში ჩვენები სირიელებს ეთამაშებიან, მაგრამ მოუგებენ კი?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე