ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო: ბოლნისის "სიონმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა!
30. 10. ბოლნისი. "თ. სტეფანია". 300 მაყურებელი

სიონი-ბაია 2:0

1:0 კემუხტაშვილი (20), 2:0 ქუცურუა (35, პენალტით)

სიონი (4-1-3-2) ბაია (4-2-3-1)

ლობჟანიძე მაქაცარია

მ. ოქროპირიძე რიგვავა

სვანიძე აფაქიძე

თარგამაძე პაჭკორია

ალავიძე აკობია

გაბრიჭიძე ტყემალაძე

ისიანი სიხარულია

ვ. ბოლქვაძე შ. ლომია

ქუცურუა გუგუჩია

კემუხტაშვილი წურწუმია

რეხვიაშვილი კუკავა

მწვრთნელი: ლ. ბაჯელიძე მწვრთნელი: ე. ქომეთიანი

სიონი

46. რეხვიაშვილი-უგულავა

69. კემუხტაშვილი-კობერიძე

87. ალავიძე-ა. ნოზაძე

სათადარიგოები: ზუხბაია, ხურციძე, გიორბელიძე, ადამაშვილი

ბაია

46. პაჭკორია-გამრეკლიძე

58. გუგუჩია-თ. ჯიშკარიანი

72. წურწუმია-სამუშია

სათადარიგოები: ჯომიდავა, ვეკუა, ეხვაია, ნ. შონია

გაფრთხილება: პაჭკორია (34), ტყემალაძე (50), სიხარულია (64)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო: ბოლნისის "სიონმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა! შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის ლევან ბაჯელიძის დამოძღვრილი გუნდი წინა ტურშიც ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ აშკარად არამშვიდობიან ქვემოქართლურ "დერბიში" მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ "მეტალურგთან" ჩატარებულ მატჩში "სიონმა" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო და გოლები ლაშა ქემუხტაშვილმა და გიორგი ქუცურუამ გაიტანეს. ასეთივე სცენარით წარიმართა გუშინდელი მატჩიც: კვლავაც პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა და კვლავაც იგივე გოლის ავტორები! თუმცა, "მეტალურგთან" შეხვედრისგან განსხვავებით, ბოლნისელებმა გუშინ ამ უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.

მეორე ტაიმში, სტუმრები, ფაქტიურად, ინერციით თუ ცდილობდნენ თამაშში ვითომ გარდატეხის შეტანას: ისედაც არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "ბაიამ" მასპინძელთა კართან ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა რამდენჯერმე მოინდომეს უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ჯაბა უგულავას, დავით სვანიძისა და გიორგი ქუცურუას დარტყმები მცირეოდენ არაზუსტი იყო.

გუშინდელი შეხვედრის მეორე ნახევარი ერთობ უღიმღამო გამოდგა, თუმცა ამით სულაც არ გვინდა მასპინძელთა წარმატების დაკნინება: მეტოქესთან შედარებით ბევრად უფრო მონდომებულმა და მოტივირებულმა "სიონმა" ეს სამი ქულა ნამდვილად დაიმსახურა. მით უფრო, რომ "მეტალურგთან" უმძიმესი მატჩის მერე ამ გუნდის ფეხბურთელებმა ძალების აღდგენაც მოახერხეს და მართლაც თვალსასეირო პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი მართლაც "ხალისიანი" გამოდგა: საწყის 15 წუთში ორივე კართან მომენტი-მომენტს ცვლიდა! პირველი ხიფათი "ბაიამ" შექმნა, როცა სტუმართა ცენტრფორვარდი ლაშა კუკავა უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მასპინძლები ვახტანგ ლობჟანიძემ გადაარჩინა, რასაც მასპინძელთა საპასუხო იერიში მოჰყვა, როცა დავით სვანიძის თავური დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. სულ მალე გიორგი რეხვიაშვილს შეეძლო ეფექტური სოლო-რეიდის გოლით დასრულება, მაგრამ ზედმეტი მოინდომა; ამას სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ლუკა გუგუჩიას ორი დარტყმა მოჰყვა საშუალო მანძილიდან, მაგრამ უშედეგოდ.

სამაგიეროდ, "სიონის" ახალგაზრდა ფორვარდი ლაშა კემუხტაშვილი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და საშუალო მანძილიდან ბურთი ზუსტად გადაგზავნა ორიენტაციადაკარგულ არჩილ მაქაცარიას კარში - 1:0!

გოლის მერე მასპინძლებს ტემპი არ დაუგდიათ და ლოგიკურიც იყო, პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ რომ იხეირეს: კემუხტაშვილი-რეხვიაშვილის კომბინაციას ვალერი ბოლქვაძე აგრძელებდა, მაგრამ მასპინძელთა გამთამაშებლის დარტყმული ბურთი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა და გიორგი ქუცურუასაც პენალტის ზუსტად შესრულება არ გასჭირვებია.

ტაიმის ბოლომდე სტუმრები მაინც ცდილობდნენ კომბინაციური ფეხბურთის ჩვენებას, ბურთსაც კარგად "აგორებდნენ" და ერთი ხელსაყრელი მომენტიც შეექმნათ, მაგრამ სარგებელი ვერ ნახეს. ამის მერე კი ზემოთნახსენები მეორე ტაიმი იყო, თანაც სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა ორი წამყვანი შემტევიც (ლუკა გუგუჩია, ლევან წურწუმია) შეცვალა და "სიონმაც" აუღელვებლად მიიყვანა საქმე პირველ გამარჯვებამდე.

P.S. სამ დღეში ეს გუნდები კვლავაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: "სიონმა" თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში "ბაიას" უნდა უმასპინძლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის