ქარის თასის გათამაშების პირველი წრის ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილს სათავეში ჯერჯერობით დაუმარცხებელი "ვესტერნ პროვანსი" უდგას...

ქარის თასის გათამაშების პირველი წრის ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილს სათავეში ჯერჯერობით დაუმარცხებელი "ვესტერნ პროვანსი" უდგას. სიმბოლურია, რომ "დასავლელები" სწორედ ბოლო ტურში ხვდებიან სტუმრად უახლოეს მდევარ "ნატალ შარქსს", რომელმაც აქამდე მხოლდო ერთი მატჩი წააგო და ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.

"ვესტერნ პროვანსის" მწვრთნელმა ალისტერ კუციამ წინა ტურში შინ ჩემპიონ პრეტორიის "ბლუ ბულზთან" გამარჯვების შემდეგ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მესამეხაზელ ნიკ კაზიტერის ნაცვლად რაინარდ ელსტადი ითამაშებს. პირველხაზელმა ვიკუს ბლოუმ კი ჯეი დი მიოლერი შეცვალა. ტრავმირებული ფაბიან ჯურისის ნაცვლად კუციამ ჯეი ჯეი ენხელბრეჩი დააყენა.

სპეციალისტთა აზრით, კუციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როცა კაზიტერს ელსტადი ამჯობინა. რაც "დასავლელთა" თავკაცმა ეს ასე ახსნა:

"ჩვენ ზე 14-ის საკმაოდ ძლიერ გუნდს, თითქმის "ბოკეს" ვეთამაშებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ბურთი ვაკონტროლოთ. ღია თამაშში, ცხადია, კაზიტერი უფრო გამოგვადგებოდა. "ბლუ ბულზთან" მატჩში ის გამორჩეული იყო. მაგრამ ამჯერად თამაში უნდა შევკრათ. საამისოდ კი ფიზიკურად ძლიერი, მძიმე ფორვარდები გვჭირდება. მიმაჩნია, რომ ამ კომპონენტში ელსტადი კაზიტერზე უკეთესია".

"ნატალ შარქსის" მის მოედანზე დამარცხება უძნელესი საქმეა და ეს დურბანელებმა ძალიან კარგად იციან. ამიტომ "ზვიგენები" ყველა ღონეს იხმარენ, რათა "დასავლელებს" პირველი მარცხი აგემონ. საამისოდ მასპინძელებს შემადგენლობაც შესაფერი ჰყავთ.

გარემარბი ოდოვა ნდუნგანე, მგეზავი პატრიკ ლამბიე, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრები, მესამეხაზელი რაიან კანკოვსკი, პირველხაზელები ბისმარკ დუ პლესი და ტენდაი მთავარირა ბრწყინვალე ფორმაში არიან.

პლანეტრაგბის პროგნოზით, უმძიმეს ბრძოლაში "ნატალ შარქსი" მინიმუმ ოთხი ქულით მოიგებს.

მე-7 ტურში კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრა პრეტორიაში გაიმართება, სადაც მეოთხეადგილოსანი "ბლუ ბულზი" ლიდერთა ჯგუფში მოულოდნელად შეჭრილ "გრიკასს" დაუპირისპირდება. მასპინძლებს ეროვნულ ნაკრებში გაწვეული რამდენიმე მორაგბე, თითქმის მთელი გუნდი აკლიათ. მიუხედავად ამისა, "ლოფტუს ვერსფილდზე" ფავორიტები მაინც ისინი არიან.

პლანეტრგბის მიაჩნია, რომ "ბლუ ბულზი" მინიმუმ 12 ქულით მოიგებს.

VII ტური

ბლუ ბულზი-გრიკასი, პუმასი-ლაიონზი, ჩიტაზი-ლეოპარდსი, ნატალ შარქსი-ვესტერნ პროვანსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ვესტერნ პროვანსი - 27 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 26, 3. გრიკასი - 20, 4. ბლუ ბულზი - 17, 5. ჩიტაზი - 15, 6. ლაიონზი - 10, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 4

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ