საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო
U-18. ევროპის ჩემპოინატი

საქართველო-რუმინეთი 27:6

საქართველო: 15 გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი. 1. რამაზ მაზმიშვილი (ხარებავა 55), 2. ბექა ფირიაშვილი, 3. ალექსანდრე ცსიკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე (ამირიანაშვილი 42)

4ლ: თევზაძე, ფირიაშვილი, ცისკარიშვილი, გოგლიძე. 2გ,ს: ბროძელი.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო საქართველოს ნაკრებმა. ტურნირზე, რომელიც ერთწრედ მიმდინარეობს, "პატარა ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე მასპინძელთა გუნდი იყო, ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს - 27:6.

საქართველოს ნაკრებმა რუმინელთა გუნდი თამაშის ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ჩვენი მორაგბეები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და, თუ პირველ ნახევარში ეს ანგარიშში არ აისახა, მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ანგარიში მასპინძლებმა საჯარიმოთი გახსნეს. ჩვენმა მორაგბეებმა საპასუხო შეტევაზევე ლელოთი უპასუხეს. დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ააგდეს, კარგად ნაცადი მოლი შეკრეს და მეტოქე ლელოში შეათრიეს. ბურთით ბოლოს მესამეხაზელი შოთა თევზაძე იყო, ცხრა ნომერმა რევაზ ბროძელმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:3.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბროძელმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ორქულიანი სხვაობით მოიგო. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრების სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მომდევნო ორი ლელო ჩვენმა მორაგბეებმა ისევ მოლის გამოყენებით შეძლეს. ამჯერად თავი პირველხაზელებმა ბექა ფირიაშვილმა და ლექსო ცისკარიშვილმა გამოიჩინეს.

მატჩის მიწურულს კი საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელო ბრწყინვალედ განხორციელებული კონტრიერიშის შედეგად მოახერხეს. ლელო მესამეხაზელმა გიორგი გოგლიძემ მიითვალა და "პატარა ბორჯღალოსნებმა" ერთი პრემიალური ქულაც ირგუნეს. ყოველვე ამას რუმინელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს - 6:27.

I ტური

ბელგია-პორტუგალია 19:23

II ტური. 1 ნოემბერი

საქართველო-ბელგია, რუმინეთი-პორტუგალია

III ტური. 4 ნოემბერი

საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 5 ქულა, 2. პორტუგალია - 4, 3. ბელგია - 1, 4. რუმინეთი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

andro
ყოჩაღ ბიჭებო. 6 ერი გვინდა მომავალ წელს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს