ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია, აშშ-ს ნაკრები განის ეროვნული გუნდის მსხვერპლი ხდება. ოთხი წლის, გერმანულ მუნდიალზე, ისინი ერთად იყვნენ ჯგუფში და ბოლო ტურში მათ შორის უშუალო დაპირისპირება წყვეტდა მერვედფინალის ერთ-ერთი საგზურის ბედს. აფრიკელებმა მაშინაც 2:1 მოიგეს და გავიდნენ მერვედფინალში, სადაც ბრაზილიასთან დამარცხდნენ (0:3)...
26 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 28 646 მაყურებელი

აშშ-განა 1:1, დდ. 1:2

აშშ (4-4-2): ჰოვარდი - ჩურუნდოლო, დემერიტი, ბოკანეგრა, ბორნსტეინი - დემპსი, ბრედლი, კლარკი (30. ედუ), დონოვანი - ალტიდორი (91. გომესი), ფინდლი (46. ფილჰაბერი).

განა (4-4-1-1): კინგსონი - პენტსილი, ჯონათან მენსა, ჯონ მენსა, სარპეი (73. ედი) - ინკოომი (113. მუნტარი), ანანი, კ. ბოატენგი (78. აპია), აიევი - ასამოა - გიანი.

გოლები: 0:1 კ. ბოატენგი (5), 1:1 დონოვანი (62-პენ), 1:2 გიანი (93)

გაფრთხილება: კლარკი (7), ჩერუნდოლო (17), ჯონათან მენსა (61), ბოკანეგრა (68), აიევი (90)

მატჩი დაიწყო: განა; კარში დარტყმა: 16(8)-14(6); კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-18; ბურთის ფლობა: 51%-49%.

არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია, აშშ-ს ნაკრები განის ეროვნული გუნდის მსხვერპლი ხდება. ოთხი წლის, გერმანულ მუნდიალზე, ისინი ერთად იყვნენ ჯგუფში და ბოლო ტურში მათ შორის უშუალო დაპირისპირება წყვეტდა მერვედფინალის ერთ-ერთი საგზურის ბედს. აფრიკელებმა მაშინაც 2:1 მოიგეს და გავიდნენ მერვედფინალში, სადაც ბრაზილიასთან დამარცხდნენ (0:3). ამჯერად, განის ნაკრებმა პლეი ოფის ეს ბარიერიც გადალახა მეოთხედფინალში ურუგვაისთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ვერ ვიტყვით, რომ მატჩი სანახაობრივი იყო, თუმცა თამაშს არ აკლდა დაძაბულობა და პლეი ოფის ეშხი, როცა ყველა კოზირი უნდა გამოიყენო და ერთ მატჩში ყველაფერი ჩადო. ვფიქრობთ, აშშ-ს ნაკრებმა ვერ გამოიყენა თავისი ერთ-ერთი კოზირი - შეტევაში სწრაფი გადასვლა, რითიც მეტოქეს უპირატესობა მისცა.

განელები უკვე მე-5 წუთზე დაწინაურდნენ, როცა კევინ-პრინს ბოატენგმა მოედნის ცენტრიდან წაიღო კლარკისთვის ართმეული ბურთი და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან ტიმ ჰოვარდს ახლო დაბალ კუთხეში გაუტანა. ამერიკელებმა თითქოს მოუმატეს ტემპს, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ეს ალბათ დონოვანის ინერტულობის ბრალი იყო. მეორე მხრივ, ამერიკელთა გუნდის ლიდერი მკაცრი მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა და ეტყობა, ამანაც შეუშალა ხელი, რომ თავისი ფუნქციები შეესრულებინა.

დონოვანის ინერტულობის ფონზე ნახევარდაცვაში გამოირჩეოდა დემპსი, თუმცა მას მეტისმეტად მძიმე ტვირთი დააწვა და მისი მოქმედებაც მოკლებული იყო ეფექტს.

ასე იყო თუ ისე, ბობ ბრედლის შეგირდებმა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ჯონათან მენსა საჯარიმოში აკრძალული ხერხით გაუმასპინძლდა დემპსის უნგრელმა არბიტრმა სამართლიანად მიუთითა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ. დონოვანმა უკიდურეს კუთხეს დაუმიზნა, ბურთი ძელს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა - 1:1.

ძირითადი დროის ბოლომდე გუნდები საშუალო ტემპს ინარჩუნებდნენ. როგორც ჩანს, ისინი მოერიდნენ რისკს და ამიტომაც გადავიდა თამაში დამატებით დროში, რომლის მე-3 წუთზევე განა კიდევ ერთხელ დაწინაურდა. ანდრე აიევმა შორეული გადაცემა გაუკეთა ასამოა გიანს, რომელმაც მშვენივრად ჩამოიღო ბურთი მკერდზე და დაახლოებით 15 მეტრიდან ბურთი პირდაპირ "ცხიანში" დააჭედა. საგულისხმოა, რომ გიანს ხელი ვერ შეუშალა ამერიკელთა კაპიტანმა კარლოს ბოკანეგრამ, რომელიც ფრანგულ "რენში" მისი თანაგუნდელია...

მატჩის დარჩენილ დროში ამერიკელები, რომელთაც ტრიბუნიდან ბილ კლინტონი და ლეგენდარული მიკ ჯაგერიც ქომაგობდნენ, ბევრს ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას, იყო მწვავე იერიშებიც, თუმცა 100-პროცენტიან საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

მოკლედ, 2:1 განის ნაკრების სასარგებლოდ, რომელიც დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში და ახლა ურუგვაის შეხვდება. მატჩი 2 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს