ფეხბურთელის თქმით, მასსა და თემურ ქეცბაიას შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მომხდარა
გოგიტა გოგუას და თემურ ქეცბაიას შორის გაუგებრობა მარტში, ხორვატიასთან მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა, რის შემდეგაც ნაკრების თავკაცმა შეკრებიდან დაითხოვა 27 წლის ფეხბურთელი და გუნდი ისრაელში მის გარეშე გაემგზავრა. რეალურ მიზეზებზე არც მწვრთნელსა და არც ფეხბურთელს არაფერი უთქვამთ.

ამოიწურა თუ არა კონფლიქტი და როდის დაუბრუნდება ნაკრებს გოგუა? გთავაზობთ ინტერვიუს გოგიტა გოგუასთან.

- შენსა და თემურ ქეცბაიას შორის მომხდარ კონფლიქტზე კომენტარის გაკეთება არც ერთმა ისურვვეთ. არადა, გულშემატკივარს სურს, იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში. ქეცბაიას თქმით, შენ ყველა მწვრთნელთან გქონდა კონფლიქტი.

- მე თუ ვინმესთან მქონია კონფლიქტი, ყველასთან მომიგვარებია და არც ერთი ყოფილა უმიზეზო. რაც შეეხება იმას, რომ ყველა მწვრთნელთან უთანხმოება მქონდა, ეს, უბრალოდ, აბსურდია.

- მაინც, რა მოხდა შენსა და ქეცბაიას შორის?

- მე ერთს ვიტყვი - საქართველოს ნაკრებისთვის თავს არ დავზოგავ! ქართველი გულშემატკივრების გვერდში დგომას ვგრძნობ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

- სწორედ გულშემატკივარს სურდა, რომ თქვენ ურთიერთობა მოგეგვარებინათ, რადგან საქართველოს ნაკრებს გოგუასნაირი ფეხბურთელები დასაკარგი არ ჰყავს. იმ ინციდენტის შემდეგ გქონდა ქეცბაიასთან კონტაქტი?

- ყველაფერის მოგვარება შეიძლება და მეც, ალბათ, მალე ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში.

- ეს სიურპრიზია, ანუ ისაუბრეთ შენ და ქეცბაიამ?

- მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ერთს ვიტყვი, მე საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მუდამ მზად ვარ!

- მოვლენების გასწრება არც მიფიქრია, უბრალოდ, შენმა პასუხმა მაფიქრებინა, რომ ისაუბრეთ. კულუარებში ლაპარაკობდნენ, რომ შენ ერთი კონკრეტული ვარჯიშის შესრულებაზე უარი განაცხადე, რასაც ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

- არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ხომ გითხარით, ყველაფრის მოგვარება შეიძლება და მოგვარდება კიდეც. არა მგონია, ჩემზე მეტად უნდოდეს ვინმეს ნაკრებში თამაში.

- "ვოლგაზეც" გკითხავ: გუნდის სატრანსფერო ფასებს გადავხედე და სამი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან ორი ქართველია - შენ და ლაშა სალუქვაძე, არადა, ორივე გუნდიდან ისე მოგკვეთეს, მიზეზებზე ღიად არფერი თქმულა. თანაც, რუსულ პრესაში არაერთხელ დაიწერა გარიგებულ თამაშებში "ვოლგას" მონაწილეობაზე.

- მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მეორე გუნდში მეთამაშა. ასე რომ, ეს კითხვა მას ეკუთვნის. მალე გადაწყდება, დავრჩები თუ არა "ვოლგაში". ჩაყწობილი თამაშებზე კი რა გითხრათ, სისულელე მგონია.

- თბილისის "დინამოში" ხომ არ გიხილავთ?

- მოვლენებს ნურც ამ შემთხვევაში გავუსწრებთ, ამასაც მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tornike
მე ვიგულისხმე შესარჩევის დაწყება, ანუ 2012 წელი :) კობი ალბათ სამწუხაროდ დაამთავრებს კარიერას მაგ დროისთვის, მაგრამ კალა მე მგონი კიდევ იქნება. დაცვაში უკეთეს შემცვლელს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ
Burton
zaza968 ჩაგეთვალა ძმაო )))) Tornike, 2014 წელს რაღა დროს ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილია? )))
zaza968
თორნიკე მეკარე გაკლია თორემ ისე არა უშავს.მე გაბელიას დავამატებდი .
malxazi
გოგუა აუცილებლად უნდა დააბრუნონ ნაკრებში.არის სწრაფი,უშიშარი და შეუძლია როგორც შეტევაში ასევე დაცვაში ერთნაირი წარმატებით თამაში.
Tornike
გულშემატკივრებს მინდა გკითხოთ თქვენი აზრი უახლოესი მომავლის ნაკრების შესახებ (1-2 წლის შემდეგ, ანუ უკვე 2014-ის შესარჩევში) - რას ფიქრობთ ასეთ შემადგენლობაზე - ჭანტურია, ყენია, ანანიძე, მჭედლიძე, ბარაბაძე, გრიგალაშვილი, თარგამაძე, გურული, ოქრიაშვილი, გოგუა, ასათიანი, ხიზანიშვილი, კალაძე და კობიაშვილი. დაახლოებით ასაკის მიხედვით არიან ჩამოთვლილები. მგონი არის შანსი საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდეს უახლოეს მომავალში. რას იტყვით, რა შენიშვნები გექნებათ? შეიძკლება გამომრჩა ვინმე, ვის დაამატებდით?
Tornike
გოგიტა გვჭირდება, არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები!
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა