ლიგა 1. XII ტური. გამოხმაურება: "რენის" მცველი ჟან-არმელ კანა-ბიიკი და "ლილის" უკანახაზელი მარკო ბაშა ისევ ლაზარეთშო არიან
ტურის მატჩი

"დიჟონთან" ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონთა მატჩი მოულოდნელად დაიწყო: შარლ კაბორეს პასის შემდეგ ლოიკ რემი მეტოქის მცველს გასცდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და დანარჩენი უკვე, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო. ეს ყველაფერი 19 წამში მოხდა, რითაც რემიმ ლიგის ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა.

იქამდე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი "ნიცას" თავდამსხმელი ერიკ მულუნგუი იყო, ვისაც "ლორიანის" კარი 28-ე წამზე ჰქონდა აღებული. ამ შეხვედრაში ხანდახან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეტოქეები ერთმანეთს შეცდომების დაშვებაში ეჯიბრებოდნენ. ასე მოიქცა მაგალითად სტუმარი სულეიმან დიავარა. მან ერთი პასით საკუთარი გუნდის დაცვის ხაზი მშრალზე დატოვა და გრეგორი ტილი სტივ მანდანდას შეატოვა, მაგრამ გამოცდილმა მეკარემ მას დუელი იოლად მოუგო.

ამის შემდეგ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა არბიტრმა ფილიპ მალიგმა. ის იოლად მოექცა ლოიკ რემის თეატრალური ვარდნის ეფექტის გავლენის ქვეშ და "დიჟონის" საჯარიმოს მისადგომებთან მასპინძელი წესის დარღვევაში დაადანაშაულა. გამეორებაზე კი აშკარად გამოჩნდა, რომ რემიმ ფეხი... საკუთარ ფეხს გამოსდო და ისე წაიქცა. ბენუა შეირუმ ისე, რომ ნამუსს ერთხელაც არ შეუწუხებია, ჯარიმა ეფექტური დარტყმით ბადეში გაახვია.

მასპინძლებმა მოითმინეს ამგვარი უსამართლობა და თითქოს ამან შედეგიც გამოიღო, ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისევ და ისევ მათივე შეცდომის გამო ჩაიყარა წყალში. მეკარე ბატისტ რეინემ გამოსვლაზე საშინელი შეცდომა დაუშვა, რითაც ალუ დიარამ ისარგებლა და თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის მოვლენები

სამწუხაროა, მაგრამ ორი ახლად გამოჯანმრთელებული ფეხბურთელი ლაზარეთს უკან დაუბრუნდა. ლაპარაკია "რენის" მცველ ჟან-არმელ კანა-ბიიკზე და "ლილის" უკანახაზელ მარკო ბაშაზე.

როდის შეძლებენ ისინი ხელახლა მინდორზე დაბრუნებას, უცნობია. კანა-ბიიკსა და ბაშას შეუძლიათ უბედობაზე დაიჩივლონ, რაც შეეხება ლიონელ მამადუ დაბოს, ის, რომ მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს, მხოლოდ მისი ბრალია, რადგან შეცვლაზე შესვლიდან 7 წუთში მინდვრის ცენტრში ბანელ ნიკოლოცეს ისე ეუხეშა, რომ არბიტრ ტონი შაპრონს არც უფიქრია ისე უჩვენა წითელი ბარათი. საოცარი კი ის არის, რომ კაცნაკლული "ლიონი" უკეთ ათამაშდა და მატჩის ბოლო 8 წუთში "სენტ ეტიენს" ორი გოლი გაუტანა.

ჯერ კიდევ ტურისწინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ პსჟ-ს ჩემპიონატში შეეძლო წაუგებელი სერიის 11-მდე, ხოლო მოგებათა სერიის 6-მდე გაზრდა. ეს ასეც მოხდა.

ანტუან კომბუარეს გუნდმა, მართალია დამაჯერებელი თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ მაინც მოიგო, რაც ალბათ იმის დამსახურებაც იყო, რომ 70 წუთის განმავლობაში ერთი კაცით მეტი თამაშობდა. მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ნენემ განაცხადა, მესმის, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მთავარია, სამი ქულა დავიმსახურეთო. არადამაჯერებელი თამაში და მოგება შიდა ასპარეზზე პარიზელთა დამახასიათებელი ნიშანი ხდება, რაც შეიძლება საკმარისი იყოს ამ დონეზე, მაგრამ წარმატების გარანტიას ვერ მისცემს ევროპულ ტურნირებში. კომბუარეს სასწრაფოდ რაღაცის მოფიქრება მართებს.

რაც შეეხება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის "ლილის" თამაშს, მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ის მოკლედ შეაფასა: "ორი აზრი არ არსებობს, რომ "ვალანსიენთან" სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარეთ. რამდენიმე ფეხბურთელზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ფიქრებით უკვე მილანში იყვნენ "ინტერთან" სათამაშოდ. მეტოქესთან გასამკლავებლად აშკარად მოტივაცია არ გვეყო. "ვალანსიენმა" სწორედ ამ კომპონენტში გვაჯობა ყველაზე მეტად".

ტურის სიმბოლური ნაკრები:

ტედი რიშე ("სოშო") - ბრის ჯა ჯეჯე ("ევიანი"), ნიკოლა იზიმატ-მირინი ("ვალანსიენი"), ჯონათან ძებინა ("ბრესტი") დანიელ კონრე ("ტულუზი") - ლარსენ ტურე ("ბრესტი"), მაქს გონალონი ("ლიონი"), ჯამელ საიჰი ("მონპელიე"), ნენე (პსჟ), იოან გურკუფი ("ლიონი") - იანიკ საგბო ("ევიანი")

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს