ფიდე ორ თვეში ერთხელ, ტრადიციისამებრ, მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა რეიტინგებს აქვეყნებს, ვაჟთა პირველ ასეულში ერთადერთი ქართველი ბაადურ ჯობავაა
ფიდე ორ თვეში ერთხელ, ტრადიციისამებრ, მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა რეიტინგებს აქვეყნებს. გუშინ საპირველნოემბროდ კვლავ გვამცნო მათი ბოლოდროინდელი შედეგები. ვაჟთა ასეულს უწინდებურად ნორვეგიელი მაგნიუს კარსლენი მეწინავეობს 2826 პუნქტით.

პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2811), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2800), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2781), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2775), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2768), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2763), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2762), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2758).

პირველ ასეულში ერთადერთი ქართველია - ბაადურ ჯობავა, რომელმაც განვლილ ორ თვეში 34 პუნქტი დაკარგა და 65-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ქალთა ასეულში საკმაოდ მაღალი რეიტინგით - 2710 პუნქტით პირველ ადგილზეა უნგრელი იუდით პოლგარი. სტაბილურად მეორე ადგილს ინარჩუნებს ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600). ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2568) მესამეა.

საკმაოდ დაწინაურდა სლოვენიის სახელით მოასპარეზე უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2557), რომელმაც მე-4 ადგილზე აინაცვლა. მეხუთე-მეათე ადგილებზე არიან: კატერინა ლახნო (უკრაინა, 2549), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2546), იუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2542), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2539), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2526).

ქალთა შედეგები ასეთია: 12. ნანა ძაგნიძე (2516), 18. მაია ჩიბურდანიძე (2500), 19. ბელა ხოტენაშვილი (2497), 27. ლელა ჯავახიშვილი (2475), 43. ნინო ხურციძე (2440), 45. ანა მათნაძე (2438), სოფიკო ხუხაშვილი (2426), 54, ნაზი პაიკიძე (2422), 55. ნინო ბაციაშვილი (2421), 73. სალომე მელია (23921), 79. თამარ წერეთელი (2383), 89. სოფიკო გურამიშვილი (2374), 96. მაია ლომინეიშვილი (2366), 100. მაკა ფურცელაძე (2363).

ოცწლამდე ვაჟთა ოცეულში ჩვენებურთაგან არავინაა, გოგონებში კი მეექვსეა ნაზი პაიკიძე (2422), მეთორმეტეა სოფიკო გურამიშვილი (2374), ხოლო მერი არაბიძეს (2392) მე-20 ადგილი უავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა