მსოფლიოს ფუტსალის ჩემპიონატის მეორე ეტაპის საგზურის კანონიერი მფლობელის ვინაობას უეფა ამ კვირაში გამოაცხადებს

კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვას პენალტების სერიით სძლია და მსოფლიოს ფუტსალის ჩემპიონატის მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა, თუმცა ისიც გეხსომებათ, რომ საქმე გაგვირთულდა.

შეგახსენებთ, მოლდოვის ფუტსალის ფედერაციამ უეფაში საჩივარი შეიტანა, მატჩის დელეგატს პენალტები კი არ უნდა დაენიშნა, რაკი მოლდოვისა და საქართველოს ნაკრებებს ჯგუფში აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი იდენტური ჰქონდათ, ფიფას რეიტინგში უკეთესი პოზიციის წყალობით ჯგუფის გამარჯვებულად ჩვენ უნდა გამოვცხადებულიყავითო.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჯგუფის გამარჯვებულად კვლავაც საქართველოს ნაკრებია დასახელებული, მაგრამ იქვე მინიშნებულია, რომ ეს საკითხი განხილვის სტადიაშია.

ფაქტია, რომ უეფას დელეგატმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ისიც უსამართლობა იქნება, ამის გამო საქართველოს ნაკრები დაზარალდეს.

მოლდოველები იმედს არ კარგავენ, რომ მატჩის შედეგი გაუქმდება, თუმცა გაუგებარია, ამ შემთხვევაში ვინ გამოცხადდება ჯგუფის გამარჯვებულად. დიდი დრო მეორე შესარჩევ ეტაპამდეც არ რჩება და გადათამაშების დანიშვნაც წარმოუდგენლად გვეჩვენება. ბუნებრივია, მეორე რაუნდში ორივე გუნდის ერთად დაშვებაც არ არის ჭკუასთან ახლოს.

მოკლედ, სიტუაცია ძალიან ჩახლართულია და იმედია, დელეგატის შეცდომის გამო ჩვენ არ დავზარალდებით. უეფა საკუთარ ვერდიქტს, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად