საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელმა აღიარა, რომ მორაგბეებმა მსოფლიოს თასის მსვლელობისას "ლე ბლოს" მთავარ მწვრთნელს მარკ ლივერმონს ბუნტი მოუწყვეს
საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, ბასკმა იმანოლ არინორდოკმა აღიარა, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის მსვლელობისას "ლე ბლოს" მთავარ მწვრთნელს მარკ ლივერმონს ბუნტი მოუწყვეს.

მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ფრანგთა ბანაკში ყველაფერი წესრიგში არ არის მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდეც იყო. თუმცა რეალურად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლივერმონმა იაპონიასთან მატჩის შემდეგ ნაკრების მორაგბეები სახალხოდ გააკრიტიკა. ამას მოჰყვა შოკისმომგვრელი მარცხი ტონგას ნაკრებთან. ლივერმონის წინააღმდეგ 30-დან ოცდახუთმა მორაგბემ გაილაშქრა.

"ტონგასთან მარცხის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია იმისთვის, რაც მარკ ლივერმონმა ილაპარაკა. ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშება ჩვენი თავგადასავალი იყო და ვალდებული ვიყავით ლივერმონი თავიდან მოგვეშორებინა.

ლივერმონმა განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა. ის ძალიან ხშირად გვლანძღავდა. თუ რამე ისე არ მოხდებოდა, ყველაფერს ჩვენ, მოთამაშეებს გვაბრალებდა. არადა, ყველა ხომ ერთ ნავში ვიჯექით?

პლეი ოფების მატჩებისას ნაკრების მართვა და, ცხადია, პასუხისმგებლობაც, ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ. კარგია, რომ ის თანამდებობიდან მიდის, გარწმუნებთ, ლივერმონი არასდროს მომენატრება" - თქვა იმანოლ არინორდოკმა.

ამასთან ერთად არინორდოკმა დაადასტურა მრავალი თანაგუნდელის და მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებლების მოსაზრება, რომ ფინალური მატჩის არბიტრი, სამხრეთაფრიკელი კრეიგ იუბერი მსაჯობისას ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

"კრეიგ იუბერი მხოლოდ ჩვენ გვიყურებდა, მხოლოდ ჩვენს წესის დარღვევას ამჩნევდა. ახალზელანდიელთა მესამეხაზელი რიჩი მაქოა მთელი მატჩის განმავლობაში ოფსაიდიდან თამაშობდა. მან ძალიან ბერჯერ დაარღვია თამაშის წესი, მაგრამ ერთხელაც არ დაუსჯიათ. მატჩის დამთავრებამდე სამი წუთი რჩებოდა, ნათლად დავინახე, რომ რაკში თამაშისას ჩვენ მხარეს ჩაწვა და იქ დარჩა მანამ სანამ შეხვედრა არ დასრულდა. იუბერმა ესეც ვერ დაინახა?" - იკითხა იმანოლ არინორდოკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად