ფრანკ რიბერი ამბობს, გამორიცხული არაა, რომ „ბაიერნიდან“ არასდროს წავიდე და კარიერა მიუნხენში დავასრულოო
ფრანკ რიბერი ამბობს, გამორიცხული არაა, რომ „ბაიერნიდან“ არასდროს წავიდე და კარიერა მიუნხენში დავასრულოო. ეს ინფორმაცია რეკორდმაისტერის ქომაგებსა და ხელმძღვანელებს ნამდვილად გაახარებს, რადგან ფრანგი ნახევარმცველი 28 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის პიკშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფეხბურთს უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ 3-4 წლის მანძილზე ითამაშებს.

„მიუნხენში თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ აქედან წასვლაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია. გამორიცხული არაა, რომ ბუცები ლურსმანზე სწორედ „ბაიერნის“ ფეხბურთელის რანგში ჩამოვკიდო. თუ ჩემი ფიზიკური კონდიცია ამის საშუალებას მომცემს, მინიმუმ 35 წლამდე ვითამაშებ,“ - ამბობს რიბერი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რიბერის მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დიდი დროა დარჩენილი, ახლავე ახლის გაფორმებაზე ფიქრობს. ხსენებულ ინტერვიუში რიბერი არ მალავს, რომ ლუის ვან გაალის მწვრთნელობის დროს „ბაიერნიდან“ აბარგებაზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ მას მერე, რაც ჰოლანდიელი წავიდა, მისი ადგილი კი იუპ ჰაინკესმა დაიკავა, რიბერი ისევ ბედნიერია. ფრანგი ამბობს, იმედი მაქვს, რომ ჰაინკესი „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე ძალიან დიდხანს დარჩებაო.

რიბერისგან განსხვავებით, თავს ცუდად გრძნობს ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი, რომელსაც მძიმე ტრავმამ „ბაიერნის“ ძირითადში ადგილი დააკარგვინა. 32 წლის ფორვარდი ხმამაღლა ამბობს, მიუნხენიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობო. „მხოლოდ ბოლო წუთებზე თამაშით ვერ დავკმაყოფილდები. თანაც, ჰაინკესი ჩემს ადგილს ფლანგზე ხედავს, მე კი გარემარბის პოზიციაზე თამაში არ მიყვარს. ერთი სიტყვით, თუ ზამთარში ნორმალურ წინადადებას მივიღებ, მიუნხენიდან წავალ,“ - ამბობს ოლიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო