"ანჟის" კამერუნელ თავდამსხმელს ზამთარში, როცა რუსეთის ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზა დადგება, იჯარის წესით ევროპაში თამაში სურს
მახაჩყალის “ანჟის” კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ პერმის “ამკართან” შეხვედრის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ პოდმოსკოვიეში, კრატოვოში კლუბის საწვრთნელ ბაზაზე წასულიყო და დაესვენა, დაადო თავი და პარიზში გაფრინდა, რათა “კანალ პლუსისთვის” ინტერვიუ პირდაპირ ეთერში მიეცა, სადაც არ გამორიცხა, რომ ზამთარში, როცა რუსეთის ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზა დადგება (თითქმის ორთვიანი), იჯარის წესით სათამაშოდ ევროპას დაუბრუნდეს.

ყველაზე მეტად მას თურმე “პარი სენ-ჟერმენში” ძალების მოსინჯვა სურს. “თუკი ასეთი წინადადება იქნება, აუცილებლად დავფიქრდები. ლეონარდოსთან კონტაქტი ხშირად მაქვს, თუმცა ჩემი შესაძლო იჯარის საკითხს ჯერ ერთხელაც არ შევხებივართ,” - თქვა აფრიკელმა ვარსკვლავმა.

ფეხბურთელის აზრით, თუკი კლუბმა მას ნება მისცა, ამითი ყველა მოიგებს. “ანჟიში” ჯერჯერობით ამაზე კომენტარს არავინ აკეთებს. ტრავმის მიღების რისკი ბუნებრივია ყველგან არსებობს და აქედან გამომდინარე, დათანხმდება თუ არა ჩრდილოკავკასიური კლუბი ამ იდეას, ძნელი სათქმელია. თეორიულად ამ საკითხის გადაწყვეტა რთული არ უნდა იყოს, რადგან კამერუნის ნაკრები აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა (რასაც ხავიერ კლემენტეს თანამდებობაც შეეწირა), რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მთელი არდადეგების განმავლობაში სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩება.

ეტოოს მხრიდან ეს უკვე მეორე მცდელობაა, რათა რუსეთის ჩემპიონატის პაუზისას სადმე თავშესაფარი მონახოს. “ანჟიში” გადასვლიდან ძალიან მალე სწორედ ის ალაპარაკდა, “ინტერში” იჯარით სიამოვნებით დავბრუნდებოდიო.

როგორც ცნობილია, სამუელის გადაბირებას პსჟ ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ კამერუნელს “ანჟიზე” უფრო სარფიანი წინადადება ვერ შესთავაზა და ეს გასაკვირი სულაც არ არის. მოგეხსენებათ, ამჟამინდელი კლუბი ეტოოს წელიწადში 20 მილიონ ევროს უხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად