ჰოლანდიაში მწვრთნელთა 11-კაციანი დელეგაცია მწვრთნელთა განათლების კურსებზე გაემგზავრება
სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილება აქტიურად თანამშრომლობს უეფასთან ქართველი მწვრთნელების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელთა უეფას სტანდარტების შესაბამის გადამზადებას.

ამ მიზნით, 7-11 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელთა 11- კაციანი დელეგაცია უეფას მწვრთნელთა განათლების კურსებზე ჰოლანდიაში გაემგზავრება.

ამსტერდამში დაგეგმილ სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ:

1. გიორგი ჭიაბრიშივილი (სკ. ზესტაფონი)

2. ზურაბ ბერიძე (სკ. ვიტ ჯორჯია)

3. ელგუჯა ქომეთიანი (სკ. ბაია)

4. ზვიად ჯელაძე (სკ. გაგრა)

5. გიორგი ცეცაძე (სკ. დილას ყოფილი მთავარი მწვრთნელი)

6. ვახტანგ ჩაგელიშვილი (სკ. სიონი)

7. გურამ ასპინძელაშვილი (სკ. ტორპედო)

8. დავით მახარაძე (სკ. ფოთი)

9. არჩილ ჩხაბერიძე (სკ. მარტვილი)

10. გელა შეყილაძე (U16 ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ქართველ მწვრთნელებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ცაისტში" ჩაუტარდებათ.

დელეგაციას სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერი - ვარლამ დარსაძე უხელმძღვანელებს.

gff.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"