ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნომინანტთა სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ წლის პრესტიჟული პრიზების მიღებაზე
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნომინანტთა სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ წლის პრესტიჟული პრიზების მიღებაზე.

"სტეფან ედბერგის პრიზი" - სანიმუშო სპორტული ქცევისა და პატიოსანი თამაშისთვის. ეს ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენებდა უმაღლეს პროფესიონალიზმსა და თან Fair Play-ის პრინციპებით მოქმედებდა.

ნომინანტები

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი

2. როჯერ ფედერერი

3. რაფაელ ნადალი

4. აიშამ ქიურეში

"წლის პროგრესი". გადაეცემა მოთამაშეს, რომელმაც ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა ATP-ის რეიტინგში და გააუმჯობესა თამაშის დონე.

ნომინანტები:

1. ალექს ბოგომოლოვი (166-დან 36-მდე)

2. მარდი ფიში (16/8)

3. კეი ნიშიკორი (98/31)

4. იანკო ტიპსარევიჩი (49/13)

"წლის ახალბედა". პრიზი გადაეცემა ჩოგბურთელს, რომელსაც ყველაზე გრძელი ნახტომი ჰქონდა ATP-ის რეიტინგში.

ნომინანტები:

1. მეტიუ ებდენი (196-დან 79-მდე)

2. რაიან ჰარისონი (173/75)

3. მილოშ რაონიჩი (156/28)

4. ბერნარდ ტომიჩი (208/42)

"წლის დაბრუნება". პრიზს გადასცემენ ჩოგბურთელს, რომელმაც მძიმე ტრავმა გადაიტანა და პროფესიულ ტურში უძლიერესებს შორის დაბრუნდა.

ნომინანტები:

1. ხუან მარტინ დელ პოტრო (258-დან 15-მდე)

2. ჟილ მიულერი (134/49)

3. ჟილ სიმონი (41/12)

4. დმიტრი ტურსუნოვი (197/39)

გარდა ამისა, დაჯილდოვების ცერემონიაზე შემდეგ პრიზებს გადასცემენ: "წლის მოთამაშე" (ჩოგბურთელი, რომელმაც წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა); "წლის საუკეთესო წყვილი" (გადაეცემათ წლის შედეგების მიხედვით წყვილთა რეიტინგის ლიდერებს); "წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გულშემატკივართა ვერსიით" (სპეციალური გამოკითხვა ტარდება ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე); "წლის ტურნირი"; "არტურ ეშის პრიზი" (საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა); "რონ ბუკმანის პრიზი" (გადაეცემა ჩოგბურთის თემაზე მომუშავე საუკეთესო ჟურნალისტს").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად