უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის სუპერბრძოლა, შესაძლოა, მაინც ჩატარდეს
უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის სუპერბრძოლა, შესაძლოა, მაინც ჩატარდეს. ვებგვერდმა Ringtv.com-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა - 31 წლის დევიდ ჰეი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონის ვიტალი კლიჩკოს გუნდთან. წინასწარი ინფორმაციით ბრძოლა მომავალი წელს, კერძოდ, 3 მარტს გერმანიის ქალაქ დიუსელდორში უნდა გაიმართოს.

აღანიშნავია, რომ 17 სექტემბერს აშშ-ში ვიზიტის დროს ჰეი შეხვდა ძმები კლიჩკოების მრჩეველს შელი ფინკელს და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შესაძლოა, კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს თებერვალში ან მარტში, თუმცა თავის 31-ე დაბადების დღეზე ბრიტანელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"დიახ, მე ველაპარაკე შელი ფინკელს, - ამბობდა სექტემბერში ჰეი. - ჯერ ისევ მომწონს ჩემი სპორტული ფორმა და ვფიქრობ, წასვლის წინ კიდევ ჩავატარებ ერთ ბრძოლას. თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, თებერვალში ან მარტში გავალ რინგზე".

ლეგენდა გეგმებს არ ცვლის

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, 49 წლის ევანდერ ჰოლიფილდმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს". კრივის ლეგენდა არ ცვლის თავის გეგმებს და სპორტიდან წასვლა აბსოლუტური ჩემპიონის რანგში სურს. ამისთვის ჰოლიფილდი მზად არის სუპერმძიმე კატეგორიის ლიდერებთან გამართოს ბრძოლა.

"ორივე კლიჩკოს დამარცხება შემიძლია. ისინი მხოლოდ საკუთარ ჰონორარებზე ზრუნავენ და არ სურთ საუკეთესო მოკრივეებთან ჩხუბი", - ამბობს ჰოლიფილდი.

ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში გამორიცხა ამერიკელ ვეტერანთან შეხვედრის პერსპექტივა: "ასეთი რამ არასოდეს მოხდება. მსგავსი შეხვედრა დიდ ზიანს მიაყენებს კრივის იმიჯს. რა თქმა უნდა, ევანდერი კრივის ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ რომელიმე კლიჩკოსთან ბრძოლა სერიოზულ ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას, ამიტომაც ჩვენ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად