"დიჟონთან" მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ "მარსელის" თავკაცმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა
ლიგა 1-ის XII ტურში "დიჟონთან" მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ "მარსელის" თავკაცმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. აი, რაზე ილაპარაკა 47 წლის ფრანგმა სპეციალისტმა:

- "მარსელს" ზედიზედ უკვე სამი მოგებული თამაში დაუგროვდა - თქვენი გუნდი თავს უკეთ გრძნობს?

- ეს ჩვენთვის პირველი წარმატებული კვირა იყო. სამიდან ორი შეხვედრა ლიგა 1-ში მოვიგეთ. "დიჟონმა" თავი საუკეთესო კუთხიდან წარმოაჩინა და ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. კრიზისის დაძლევის საუკეთესო გზა ხომ გამარჯვებებია.

- მატჩის მიმდინარეობისას წაგების არ შეგშინებიათ?

- მატჩის სცენარი "ოსერთან" შეხვედრას ჰგავდა (II ტურში "მარსელი" 2:0-ს იგებდა და ბოლოს 2:2 ითამაშა. რედ.). არა მგონია, რომ ბევრი შეცდომა დაგვეშვა, მაგრამ ორი გოლი კი გავუშვით. ასეთი ფრეები მებრძოლი სულის გამტკიცებას ხელს დიდად არ უწყობს. აბსოლუტურად განსხვავებული განწყობაა ხელიდან გამოგლეჯილი გამარჯვების შემდეგ. მოხარული ვარ, რომ ალუ დიარამ გაიტანა მესამე გოლი, ეს მისთვისაც კარგია და გუნდისთვისაც. სამი ქულა ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- ალუ დიარა მწყობრშია?

- ბოლო ორ შეხვედრაში მან ნორმალურად ითამაშა. ვიღაცები ამბობენ, რომ გუნდში თურმე ფავორიტები მყავს, ასახელებენ ალუს, ლუჩოს, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან ყველანი ერთად. დიარას ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გვარდება. კონკურენცია ყველასთვის თანაბრად არსებობს. მჭიდრო სათამაშო გრაფიკის პირობებში კი მე ყოველ ფეხბურთელს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები.

- 4-4-2 სქემა გამოიყენეთ...

- დიახ და ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცით. ორი თავდამსხმელი შეტევაში მრავალფეროვნების საშუაალებას იძლევა, შეიძლება ეს გარკვეულწილად დაცვაში ბალანსის დარღვევას უწყობდეს ხელს, მაგრამ დიჟონში ხომ ჩვენ შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ წავედით და არა დაცვაში ჩასადგომად.

- მოგწონთ ადრენალინით სავსე მატჩის სცენარი?

- ასე ვიტყოდი, უკეთესი იქნებოდა, 3:0 ყოფილიყო პირველი ტაიმის შემდეგ. ეს ახლა მიხარია, როცა მატჩი დამთავრდა, მაგრამ 2:2-ის შემდეგ სულ სხვა ფიქრები მიტრიალებდა თავში.

- ეს შედეგი "არსენალთან" მატჩამდე უფრო იმედიანად განგაწყობთ?

- ჩემი გუნდი ისედაც კარგ განწყობაზეა, მოთამაშეთა დიდი არჩევანიც მაქვს და ამ ყოველივემ ბოლო პერიოდში კარგი შედეგები მოიტანა, თუმცა სამშაბათს სულ სხვა თამაში იქნება, სულ სხვა ისტორიით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა