"პატარა ბორჯღალოსნებმა" ბუქარესტში, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბელგიელ თანატოლებს 27:9 სძლიეს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს საქართველოს ნაკრები.

"პატარა ბორჯღალოსნებმა" მეორე ტურის მატჩში ბელგიელ თანატოლებს სძლიეს - 27:6 და მომავალ წელს ევროპის ელიტურ, ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ასპარეზობის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

ქართველმა მორაგბეებმა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდს, ბელგიელებსაც ყველაფერში აჯობეს. ჩვენებმა მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანეს და შეხვედრა 22:6 მოიგეს.

მეორე ნახევარში კი მთავარი მიზანი თუნდაც ერთი ლელოს გატანა იყო, რაც სატურნირო ცხრილში დამატებით ერთ პრემიალურ ქულას მოგვიტანდა. ქართველმა ბიჭებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და გათამაშებას ათი ქულით ლიდერობენ.

ტურნირის მეორე შეხვედრაში მასპინძლებს ყველასათვის მოულოდნელად პორტუგალიის ნაკრებმა დამაჯერებლად 27:3 მოუგო და ჩვენი ნაკრების მსგავსად ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბოლო ტურში ქართველი მორაგბეები სწორედ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავალთ და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებებთან ვითამაშებთ. თუ წავაგეთ მაშინ მეორე ადგილს დავჯერდებით და A ჯგუფში ირლანდიის, საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მოგვიწევს ასპარეზობა.

საქართველო-ბელგია 27:9

საქართველო (15-9) ფრუიძე, ამაშუკელი (გურგენიძე 49), ლაშხია, ჩიხლაძე, მოგელაძე, გოგლიძე, ბროძელი (ნათელაშვილი 59). (1-8) ხარებავა, ფირიაშვილი, ცისკარიშვილი, მაზმიშვილი, მასხარაშვილი (ჯინჭველაშვილი 52), შაშიაშვილი (ამირანაშვილი 47), გასვიანი.

4ლ: თევზაძე (2), ლაშხია, შაშიაშვილი. 2გ,ს: ბროძელი

ევროპის ჩემპინატი. U-18

II ტური

საქართველო-ბელგია 27:9, პორტუგალია-რუმინეთი 27:3

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. ბელგია - 1, 4. რუმინეთი - 0.

III ტური, 4 ნოემბერი

საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია

ელიტური

A ჯგუფი: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია (II ადგილზე გასული)

B ჯგუფი: ინგლისი, უელსი, იტალია (I ადგილზე გასული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად