სტამბოლში ქვაცაბაია მერვედფინალში იზაბელა შინიკოვას შეხვდება, ხოლო შაფათავა ალექსანდრა კრუნიჩის დაუპირისპირდება
სტამბოლში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია. 23 წლის სოფიო ქვაცაბაია (467) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება, სადაც მან ჯერ რუსი ევგენია პაშიკოვა დაამარცხა - 6:7 (0), 7:5, 6:4, შემდეგ კი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან წააგო - 2:6, 0:6.

ამის მიუხედავად, ქვაცაბაია ძირითად ბადეში მაინც მოხვდა, როგორც "იღბლიანი დამარცხებული". პირველ წრეში ქვაცაბაიამ ხორვატ ტერეზა მრდეზას სძლია - 2:6, 6:3, 7:6 (3) და ახლა, მერვედფინალში ბულგარელ იზაბელა შინიკოვას შეხვდება.

ძირითად ბადეში მეორე ქართველიც თამაშობს, 22 წლის სოფიო შაფათავამ (277) პირველ წრეში უკრაინელ კატერინა კოზლოვას მოუგო - 7:6 (3), 4:6, 6:3. მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი სერბი ალექსანდრა კრუნიჩია (221). წყვილთა ბადეში შაფათავასა და ქვაცაბაიას დუეტი უკვე მეოთხედფინალშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?