"ოლექსანდრიას" 22 წლის ფლანგელი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ფეხბურთელია

2011 წელი მალე წარსულს ჩაბარდება და მოვლენებიც შეჯამდება. თუმცა დღესვე შეიძლება ითქვას, რომ, თუ ვინმე იმსახურებს ჩვენს საფეხბურთო სამყაროში აღნიშვნა-დაფასებას, მათ შორის უპირველესი დავით თარგამაძეა.

ფლანგის შემტევი თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში წლეულს მიიწვია და გულშემატკივარს მოულოდნელი იმედი გაუჩნდა - სწრაფ, აგრესიულ და ვერცხლისწყალივით მოძრავ 22 წლის ფეხბურთელს პერსპექტივა ეტყობა და უიმედოდ დასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების აღმოჩენა და ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი თამამად შეიძლება ვუწოდოთ.

განსაკუთრებით სამახსოვრო იყო ევრო 2012-ის საბერძნეთის ნაკრებთან შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში. 11 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში უკრაინული "ოლექსანდრიას" გარემარბმა სტუმრებს ჯარიმიდან საუცხოო გოლი გაუტანა. მაგრამ პირველი სანაკრებო გოლის სიხარული ბერძენთა კაპიტნის გეორგოს კარაგუნისის უხეშობამ ჩაუმწარა და მოედანი 64-ე წუთზე დატოვა - დათოს კოჭის მყესები დაეჭიმა.

საბედნიეროდ, თარგამაძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა - მკურნალობას ორი კვირა დასჭირდა. არადა, თავიდან ეგონა, მოტეხილობა ჰქონდა.

დათომ სამი-ოთხი დღე თბილისში იმკურნალა, შემდეგ უკრაინაში გაემგზავრა, მკურნალობა დაასრულა და მსუბუქად ვარჯიში დაიწყო.

"ტრენაჟორებზე ვარჯიშით დავიწყე და უკვე ძუნძულზე გადავედი. იმედია, მოედანს მალე დავუბრუნდები. ექიმები მაიმედებენ, რომ თამაშს წლეულსვე შევძლებ. სავარაუდოდ, ეს 20 ნოემბერს კიევის "დინამოსთან" მოხდება" - გვითხრა თარგამაძემ.

ფაქტია, რომ გერმანიის ბუნდესლიგის "ფრაიბურგიდან" უკრაინის პირველი ლიგის "ოლექსანდრიაში" გადასულ ქართველს დრო ტყუილად არ დაუკარგავს, ფორმაც აღიდგინა, ფიზიკური კონდიციებიც და სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება შეიძინა.

მისი გუნდი უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს და შემდეგ ტურში პოლტავის "ვორსკლას" ხვდება. ტურის წინათქმაში "უაფუტბოლი" წერს, "ოლექსანდრიას" ლიდერი თარგამაძე დააკლდებაო.

დათოს თემურ ქეცბაიაც ენდობა და პირველივე შეხვედრის შემდეგ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ეროვნულში გამოძახებისა და ოთხი შეხვედრის ძირითადში ჩატარების შემდეგ კლუბშიც სხვა თვალით შეხედეს. მისი პროგრესი მხედველობიდან მენეჯერებსაც არ გამორჩენიათ და თარგამაძე დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ფეხბურთელია.

მართალია, "ტრანსფერმარკტი" მას 350 ათას ევროდ აფასებს, მაგრამ უკრაინული კლუბის პრეზიდენტი ნიკოლაი ლავრენკო ამ ფასის შემთავაზებელს არც დაელაპარაკება - სექტემბერში ქართველის გადაყვანით დაინტერესებულ ლვოვის "კარპატის" 2 მილიონი დოლარი მოსთხოვა.

თარგამაძის ტრანსფერის ყველაზე რეალურ გამომსყიდველად სწორედ ლვოვის "კარპატი" მიიჩნეოდა, კლუბებმა თანხაზეც მოილაპარაკეს, მაგრამ ფეხბურთელმა სხვა წინადადებებიც მიიღო.

რაც მთავარია, დათოს მენეჯერმა "ოლექსანდრიას" პრეზიდენტი ლავრენკო ტრანსფერზე დაითანხმა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზამთარში გუნდს გამოიცვლის, რაც ძალიან გვახარებს, რადგან "ოლექსანდრია" ბოლოდან მეორე ადგილზეა, ასეთ გუნდში კი შემდგომი ზრდა გაუჭირდება. მაგრამ სად ითამაშებს, დეკემბერში გაირკვევა. შევიტყვეთ, რომ "კარპატისთან" მოლაპარაკება უკვე ჩაიშალა და ფეხბურთელს კომენტარი ვთხოვეთ.

- დიახ, ასეა, "კარპატიში" ჩემი გადასვლა უკვე გამოირიცხა, რადგან უფრო საინტერესო წინადადებები მივიღე.

- ისე ვიცით, რომ მოსკოვის ცსკა-სთან გაქვს მოლაპარაკება. მცდარი ინფორმაციაა?

- ცსკა არა, სხვა გუნდებზეა ლაპარაკი. მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ მოსკოვის გუნდები ნამდვილად დაინტერესდნენ და ვნახოთ, რა გადაწყდება, მეც მოლოდინში ვარ. მითხრეს, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული მოსკოვის "დინამოა", მაგრამ სანამ უშუალოდ არ დამელაპარაკებიან, მაინც ვერ ვიტყვი, ეს ინტერესი რამდენად რეალურია.

- კახა კალაძის "ჯენოაც" იყო ნახსენები.

- ეგ მეც გაზეთში წავიკითხე, "ჯენოა" იწვევსო, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. ევროპაში მითამაშია და, ცხადია, იქ მსურს გადასვლა. მაგრამ ახლა მეტი დაინტერესება უკრაინული და რუსული კლუბებიდან არის. დეკემბრამდე ბევრი არაფერი დარჩა და ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
დათო, ყველანაირად ეცადე, რუსეთ-უკრაინას მოსცილდე რა. ევროპაში გადადი როგორმე, შეიძლება ფინანსურად ნაკლებად სარფიანი იყოს, მაგრამ ევროპაში თამაში კარიერის ასაწყობად ბევრად მომგებიანია. წარმატებები!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო