სერ ალექს ფერგიუსონი ფერდინანდს აფრთხილებს, რომ გუნდში დასარჩენად მას სხვანაირად მოუწევს თამაში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ - სერ ალექს ფერგიუსონს 32 წლის რიო ფერდინანდის გუნდში დატოვება კი უნდა, მაგრამ აფრთხილებს, რომ ამისათვის მას სხვანაირად მოუწევს თამაში.

მოგეხსენებათ, ფერდინანდი ბოლო ხანს ცუდ ფორმაშია. ის არც ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ გამოიძახა "ევრო 2012"-ის ბოლო შესარჩევ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ფერგიუსონს მიაჩნია, რომ ყველაფრის მიზეზი სისწრაფის დაკარგვაა. ფერდინანდი "იუნაიტედის" დაცვის ცენტრში ნემანია ვიდიჩის გვერდით ადგილის დასაკავებლად ფილ ჯონსისა და კრის სმოლინგის კონკურენციას ვეღარ უძლებს. ფერგიმ თქვა:

"რიო მალე (7 ნოემბერს) 33 წლის გახდება და გასაკვირი არ არის, რომ ხუთი წლის წინანდელივით მკვირცხლად ვეღარ დარბის. რაკი ასეა, მან თავისი თამაშის სტილი უნდა შეცვალოს. სისწრაფეს, ბუნებრივია, ვეღარ დაეყრდნობა. ასეთი მომენტი უკლებლივ ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება. ადრე თუ გვიან ყველას უწევს თამაშის სტილის შეცვლა. ასეთი პერიოდი პირადად ჩემთვისაც ნაცნობია. თუ რიო მოახერხებს და მიხვდება, ამიერიდან როგორ უნდა ითამაშოს, ძალიან გამიხარდება".

ფერდინანდმა მონაწილეობა მიიღო ერთი ხნის წინ გამართულ მანჩესტერულ დერბიში, რომელიც "სიტის" გამანადგურებელი გამარჯვებით, 6:1 დასრულდა. იმ დღეს დაზაფრული ვეტერანი ფერგიუსონმა შემდეგ ტურში, "ევერტონის" წინააღმდეგ ("იუნაიტედმა" მოიგო 1:0) აღარ ათამაშა, თუმცა მწვრთნელი შორსაა იმ აზრისგან, რომ მისი კარიერა ამით დასრულდა:

"ბურთის ფლობის თვალსაზრისით რიო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება. მოედანზე მისი ყოფნა თანაგუნდელებისთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. შეცვლით, როგორც მოგახსენეთ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მან აჩქარების ძველებური უნარი დაკარგა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ბოლო მეტრს უგებდა. არა უშავს, ფერდინანდი თამაშის ახალ ხერხებზე გადავა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის