ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა შანსი აქვს ჯონ ტერის, მოიგოს ნობელის პრემია?

რა შანსი აქვს ჯონ ტერის, მოიგოს ნობელის პრემია?

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტურის შეჯამება
მეტი, ვიდრე ლევანტეს - მოიგოს ლა ლიგა

ერთმა ცნობილმა ტოტალიზატორმა, რომელსაც უცნაური ფსონების მიღება ჩვევად აქვს, ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე "ლევანტეს" ჩემპიონობა შეიყვანა სიაში. და აღმოჩნდა, რომ, ტოტალიზატორის აზრით, ჯონ ტერის უფრო დიდი შანსი ჰქონია, მოიგოს ნობელის პრემია, ვიდრე "ლევანტეს" - ლა ლიგა. მართლაც და, ვალენსიურმა კლუბმა შესანიშნავი გამღიზიანებლის როლი შეასრულა და რბოლას (ალბათ, საბოლოოდ) ჩამოსცილდა. რისთვისაც მას ესპანური ფეხბურთის მოყვარულთაგან მადლობა ეკუთვნის. მხოლოდ ათი ტურის მერე მივიღეთ ის რეალობა, რაც უნდა მიგვეღო - მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი პირველ-მეორეზეა, ახლა მათი იქიდან ჩამოგდება ძალზე ძნელი იქნება. დავაზუსტებთ, სტარტზე ჟოზე მოურინიომ ხოსეპ გვარდიოლას ქულით აჯობა, მაგრამ ეს ქულა ზღვაში წვეთია, ბევრს არაფერს ნიშნავს.

ანდალუსიური შოკი

შეჯამებას ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით დავიწყებთ. ეს იყო ანდალუსიური დერბი "სანჩეს პისხუანზე", სადაც ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი "სევილია" და ბოლოადგილოსანი "გრანადა" შეხვდნენ. ასეთ თამაშებში საფეხბურთო ლოგიკა ყოველთვის არ ამართლებს, არც ამჯერად გაამართლა - "სევილიამ" მწარედ წააგო, ბოლო წუთებზე, არადა, მანუ დელ მორალის მიერ გატანილით დაწინაურდა - 1:2.

მსაჯმა ჩასტვინა თუ არა, ხესუს ნავასმა ფრედერიკ კანუტეს ჩაუწოდა, ფორვარდმა, რომელიც ამას წინათ სესკ ფაბრეგასს რასისტობაში ადანაშაულებდა, დაარტყა, მაგრამ მეკარე რობერტომ მოიგერია, დამატებულზე კი დელ მორალმა ივარგა. მთლიანად ამას 38 წამი დასჭირდა, დაახლოებით იმდენი დრო, რაც ამ ეპიზოდის ქაღალდზე გადმოტანას ჩვენთვის. ამის შემდეგ "სევილიას" ვარსკვლავები უმოწყალოდ ანიავებდნენ შანსებს, რაც ბოლოს გუნდს ძალზე ძვირი დაუჯდა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როცა შვეიცარიელ-ესპანელმა ალექს ხეიხომ ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო - ფრანკო ხარას დარტყმული მასპინძელთა კარის ხარიხამ აიცილა და პირდაპირ ხეიხოს ნადავლი გახდა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს კი მიკელ რიკომ საკმაოდ მახვილი კუთხიდან გაუტანა ხავი ვარასს.

ლეო VS რონი

ანგარიში ლეო მესის სასარგებლოდ შეიცვალა - არგენტინელის ჰეთ თრიკს ("მალიორკას" კარში), პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ ვერაფერი უპასუხა ("რეალ სოსიედადთან" თამაშში). მესიმ სამჯერ დაარტყა კარისკენ, სამივეჯერ ზუსტად და სამივეჯერ გაიტანა (1 პენალტის ნიშნულიდან). მას 2-ჯერ ეუხეშნენ, ერთხელ კი თავად დაარღვია წესი. რონალდომ კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, აქედან 2-ჯერ ზუსტად, ის სამჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში, ერთხელ წააქციეს, თავად კი 3-ჯერ იუხეშა. დღეისთვის მესი იგებს 5:4-ს.

ოქტომბრის სტატისტიკა

- ლეო რონი

წუთი 470 446

გოლი 5 3

პენალტი 1 0

საგოლე პასი 1 4

დარტყმა (ზუსტი) 32 (13) 22 (10)

პასი (ზუსტი) 405 (331) 241 (193)

ჯარიმა (მასზე) 16 8

გოლ.კომ (საშუალო) 7,40 6,90

ტურის სიმბოლური ნაკრები

გოლ.კომ. 4-4-2

კრისტიან ალვარესი (ესპანიოლი, 1) - დანიელ ალვეში (ბარსელონა, 1), დიეგო მაინსი (გრანადა, 1), სერხიო რამოსი (რეალი, 1), ხორდი ალბა (ვალენსია, 1) - ანხელ დი მარია (რეალი, 2), ევერ ბანეგა (ვალენსია, 3), რაულ გარსია (ოსასუნა, 2), სოფიან ფეგული (ვალენსია, 1) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 5), მანუ დელ მორალი (სევილია, 1).

ტურის გმირი

გონსალო იგუაინი (რეალი)

მისი ერთადერთი გოლის წყალობით "რეალმა" "ანოეტაზე" დაამარცხა "რეალ სოსიედადი" და პირველ ადგილზე გადავიდა.

ტურის სტატისტიკა

27 გოლი ტურში (2,7 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრით დასრულდა, სტუმრებმა 2 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 48 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი - ლიონელ მესი (ბარსელონა)

დუბლი - ადრიან ლოპესი (ატლეტიკო), სოფიან ფეგული (ვალენსია)

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ჟერარდ დეულოფეუ (ბარსელონა, 17 წლის)

მარკოს სენამ (ვილიარეალი) ვერ გაიტანა პენალტი

ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 600 - "კამპ ნოუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ელ მადრიგალი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 31 - სევილია

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 15 - სევილია

ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - ბილბაო, რასინგი

ყველაზე მეტი კუთხური: 9 - რეალ სოსიედადი

ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - რასინგი, რეალი

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ბარსელონა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა