უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ მირონ მარკევიჩს ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან გადადგომის უფლება არ მისცა.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ მირონ მარკევიჩს ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან გადადგომის უფლება არ მისცა. მოგეხსენებათ, ხარკოვის "მეტალისტის" დასჯით აღშფოთებულმა მარკევიჩმა დღეს ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა, აქაოდა, ასეთ ფედერაციასთან თანამშრომლობის მორალური უფლება არ მაქვსო.

ფედერაციის რეაქციამაც არ დააყოვნა. ამ ორგანიზაციის იურიდიულმა განყოფილებამ განმარტა, თუ რატომ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს მირონ მარკევიჩის ოფიციალური თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ფედერაციის იურისტებმა შრომითი კანონმდებლობაზე დაყრდნობით განმარტებისას არც სარკაზმზე თქვეს უარი, ამიტომ შევეცადეთ, ამ პასუხის თარგმნისას მისი სტილი და პათოსი დაგვეცვა:

"ჯერ ერთი, ბატონი მარკევიჩის განცხადება პირადად მის მიერ უნდა დაიწეროს და ორიგინალი მის მიერვე გადაეცეს უფფ-ის (უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია) კადრების განყოფილებას.

და მეორეც, კანონი არ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას ისეთ საფუძველზე, როგორიცაა "ადამიანისა და საფეხბურთო საქმიანობის სუბიექტის პატივმოყვარეობისა და ღირსების შელახვა". პირიქით, კანონი მხოლოდ ოთხ კონკრეტულ საბაბს ითვალისწინებს:

- დაქირავებულის ავადმყოფობა;

- დაქირავებულის ინვალიდობა;

- მესაკუთრისა თუ დამქირავებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევა;

- კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

38-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგ საფუძვლებს დაქირავებულის მიერ ნებისმიერი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტისა:

- საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

- მეუღლის გადასვლა სხვა სამსახურში, რომელიც დაშორებულია ძველ საცხოვრებელ ადგილს და ახალ ადგილზე გადასვლას მოითხოვს;

- სასწავლო დაწესებულებაში შესვლა;

- მოცემულ ადგილას ცხოვრების, სამედიცინო დასკვნით დამტკიცებული შეუძლებლობა;

- ორსულობა;

- 14 წლამდე ასაკის ან ინვალიდი ბავშვის მოვლა;

- პენსიაზე გასვლა, სამედიცინო დასკვნასთან შესაბამისად ოჯახის ავადმყოფი წევრის ან I ჯგუფის ინვალიდის მოვლა;

- სხვა სამსახურში კონკურსის შედეგებით მოწყობა, ასევე სხვა საპატიო მიზეზები.

ამრიგად, ბატონი მარკევიჩის განცხადება გათავისუფლებისთვის არანაირ საფუძველს არ შეიცავს.

შესაბამისად, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ბატონი მარკევიჩ მ. ბ.-ს განცხადების არც განხილვის საფუძველი აქვს, და მით უფრო, არც მისი დაკმაყოფილების", - ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპასუხო განცხადებაში.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა