ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა "ვაშინგტონსა" და "ანაჰაიმს" შორის გაიმართა
გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ხუთი მატჩი გაიმართა. ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ვაშინგტონში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი "კეპიტალზი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ანაჰაიმს".

დედაქალაქელებმა ფაქტობრივად წაგებული მატჩის გადარჩენა შეძლეს - შეხვედრის მსვლელობისას მათ ჯერ სამი, შემდეგ კი ორშაიბიანი ჩამორჩენის გაბათილება მოუწიათ.

შეუდარებელი იყო ამ მატჩში "ანაჰაიმის" 41 წლის ფინელი ლეგენდა ტეემუ სელიანე, რომელმაც თავისი გუნდის ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად, მან იდეალური პასი მისცა თანამემამულე საკუ კოივუს. მალე ამ უკანასკნელმა ვალი დაუბრუნა პარტნიორს - რამდენიმე ვაშინგტონელი თავისკენ გადაიყვანა და პრაქტიკულად ცარიელ კუთხესთან მისცა პასი სელიანეს - 0:2.

მართალია, "ვაშინგტონი" ორჯერ მეტს ურტყამდა, მაგრამ გოლები მის მეტოქეს გაჰქონდა. მატჩის ეკვატორზე "იხვების" სამეული ისე გაუსწორდა მეტოქეს, თითქოს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა: ტეემუმ დუბლი შეასრულა - 3:0.

მაგრამ პარალელურად, სტუმრების დაცვით ხაზში შეცდომებმა იმატა. ამით "ვაშინგტონმა" ორჯერ ისარგებლა და მასპინძელთა გუნდი ბოლო შესვენებაზე ერთშაიბიანი ჩამორჩენით გაეშურა.

მესამე პერიოდის შუაში, "ანაჰაიმის" რიცხობრივი უპირატესობისას კორი პერიმ კარის წინ იყოჩაღა და "იხვები" ორი შაიბით გავიდნენ წინ. მართალია, "ვაშინგტონმა" ამ გოლს მალე უპასუხა, მაგრამ ყველაფერი აღმოსავლეთის ლიდერის დამარცხებისკენ მიდიოდა. დარტყმების მხრივ აშკარა უპირატესობის მიუხედავად (მატჩის ბოლოს - 40:15), "კეპიტალზმა" ვერაფერი მოუხერხა "ანაჰაიმის" მეკარე ჰილერს.

მაგრამ საფინალო სირენამდე 42 (!) წამით ადრე ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჰილერი გაუმკლავდა ლეიჩის დარტყმას, მაგრამ ბექსტრიომის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა. გამარჯვების გოლი კი ამავე ფორვარდმა ოვერტაიმის მესამე წუთზე გაიტანა: ოვეჩკინს ფეხით პასი გამოუვიდა და მეურვის გარეშე დარჩენილმა ბექსტრიომმა ერთი მეტრიდან გაისროლა - 5:4.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, "ვაშინგტონმა" მერვე გამარჯვება მოიპოვა და დაკარგული ქულებით ჯერაც რეგულარულის ლიდერია.

სელიანე კი დღის გმირად აღიარეს. ფინელ ვეტერანს 12 მატჩში 14 (5+9) ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.

ცნობისთვის, "ვაშინგტონის" რუსი ვარსკვლავი ოვეჩკინი თავისი 10 ქულით პირველ ოცდაათეულშიც ვერ შედის.

დღის მეორე ვარსკვლავი გახდა ვანკუვერელი ალექსანდრ ედლერი, რომელმაც სამი ქულა (1+2) მოიპოვა "კალგარისთან" მატჩში. "კენაქსმა" შეხვედრის პირველ ნახევარში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი, როცა ხუთი უპასუხო შაიბა გაუტანა "ფლეიმზს".

მეკარე ჯოშ ჰარდინგის დამაჯერებელი თამაში დაეხმარა "მინესოტას" "დეტროიტის" დამარცხებაში. ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო, არადა, ერთი წუთი დააკლდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ლიდსტრიომის მიერ პირველ პერიოდში გატანილ გოლს "ველურებმა" საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე მიკო კოივუს შაიბით უპასუხეს, რის შემდეგაც, ოვერტაიმში იმავე კოივუმ სეტოგუჩის გაატანინა. ჰარდინგი კი დღის მესამე ვარსკვლავი გახდა - მან 37-დან 36 დარტყმის მოგერიება მოახერხა.

სტენლის თასის მფლობელი "ბოსტონი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ოტავას. ბოსტონელები აღმოსავლეთის კონფერენციის ბოლო ადგილზე არიან და ამ შეხვედრას სამმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდნენ. "ოტავა" კი პირიქით - შესანიშნავ ფორმაში შევიდა და აღნიშნულ მატჩამდე ზედიზედ ექვსი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

ამ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდის 47-წამიანი ინტერვალი, როცა 3:3-ზე ბოსტონელებმა - ბოიჩუკმა და პეი ორი შაიბა გაიტანეს და ეს გადამწყვეტი დარტყმა აღმოჩნდა "ოტავასთვის".

ასევე ვერ პოულობს თავის თამაშს შარშანდელი სეზონის კიდევ ერთი ტრიუმფატორი "ტამპა ბეი". ამ გუნდმა სტუმრად "კაროლინასთან" გახსნა ანგარიში, მაგრამ მისი მონდომება წყალში ჩაყარა 19 წლის სკინერისა და ლაროუზის დუბლებმა. "კაროლინამ" ამ მოგებით შეწყვიტა შინ სამმატჩიანი წაგებათა სერია.

ბოსტონი-ოტავა 5:3

1:2, 2:0, 2:1

გოლები: 0:1 ფოლინო-3 (და კოსტა-1, ბატლერი-1), 1:1 ლუჩიჩი-4 (ხარა-4, საიდენბერგი-2), 1:2 და კოსტა-3 (ფოლინო-2, კ. ნილი-3), 2:2 პ. ბერჟერონი-3 (სეგუინი-7, მარჩანდი-3), 3:2 კელი-3 (პევერლი-2, ხარა-5), 3:3 კოუენი-1 (კ. ნილი-4, ფოლინო-3), 4:3 ბოიჩუკი-1 (კელი-4, პევერლი-3), 5:3 პეი-2 (შ. ტორნტონი-1, გ. კემპბელი-1).

ვაშინგტონი-ანაჰაიმი 5:4 (ო)

0:2, 2:1, 2:1, 1:0

გოლები: 0:1 ს. კოივუ-1 (სელიანე-8, ფაულერი-3), 0:2 სელიანე-4 (ს. კოივუ-4, ლიდმანი-4), 0:3 სელიანე-5 (ფაულერი-4, ბოშემენი-3), 1:3 ჯ. უორდი-3 (ლეიჩი-4, ჩიმერა-2), 2:3 ვიდემანი-3 (ლეიჩი-5, ჯ. უორდი-3), 2:4 პერი-5 (ფაულერი-5, სელიანე-9), 3:4 ბროუერი-2 (ერსკინი-1, ვიდემანი-7), 4:4 ბექსტრიომი-3 (ჩიმერა-3, ლეიჩი-6), 5:4 ბექსტრიომი-4 (ოვეჩკინი-5, შულტცი-3).

კაროლინა-ტამპა ბეი 4:2

1:1, 2:0, 1:1

გოლები: 0:1 პურსელი-4 (მ-ა. ბერჟერონი-11, მელონი-4), 1:1 ლა როუზი-2 (ჰარისონი-3, პონიკაროვსკი-1), 2:1 სკინერი-5 (პიტკანენი-5), 3:1 სკინერი-6 (ი. იოკინენი-6), 3:2 ბ. კონოლი-1 (სან ლუი-7, ლეკავალიე-4), 4:2 ლაროუზი-3 (ტლუსტი-4).

დეტროიტი-მინესოტა 1:2 (ო)

1:0, 0:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ლიდსტრიომი-3 (ზეტერბერგი-2, დაციუკი-6), 1:1 მ. კოივუ-1 (ფალკი-1, სეტოგუჩი-3), 1:2 სეტოგუჩი-4 (მ. კოივუ-6, ბუშარი-5).

კალგარი-ვანკუვერი 1:5

0:3, 0:2, 1:0

გოლები: 0:1 ჰიგინსი-6 (ჰანსენი-3, მალორტა-5), 0:2 ბაროუზი-4 (კესლერი-4, ედლერი-8), 0:3 დ. სედინი-5 (ჰ. სედინი-10, ედლერი-9), 0:4 ჰოჯსონი-3 (ლაპიერი-2, ვეისი-2), 0:5 ედლერი-3 (ჰოჯსონი-2, ბუტი-3), 1:5 ტანგეი-2 (კოსტოპულოსი-1, ბატლერი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა