ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით - My Story
ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით - My Story. ერთ-ერთ თავში შაკი თავის ყოფილ თანაგუნდელთან კობი ბრაიანტთან ურთიერთობის შესახებ ყვება.

"ორივენი ზღვარზე ვიყავით. მე იმის გამო, რომ ახალ კონტრაქტს ველოდებოდი, კობი იმიტომ, რომ, შესაძლოა, ციხეში ჩაესვათ სექსუალური ძალადობისთვის. 2002-03 წლების სეზონის წინ მწვრთნელებმა გვითხრეს - არანაირი საჯარო კონფლიქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში - ჯარიმა არ აგვცდებოდა. ფილ ჯექსონი ძალიან დაიღალა ამისგან. კარლ მელოუნსაც და გერი პეიტონსაც მობეზრდათ ეს ყველაფერი.

შემდეგ რა მოხდა? შემდეგ ის წავიდა ჯიმი გრეისთან (ამერიკელ ჟურნალისტთან) და ინტერვიუ მისცა. იქ მან ილაპარაკა იმის შესახებ, რომ მე გასუქებული და ფორმიდან ამოვარდნილი ვარ. მან ისიც თქვა, რომ მე თითის ტრავმა გამოვიყენე იმისთვის, რომ მეტი თავისუფალი დრო მქონოდა, ხოლო თავად ტრავმა სერიოზული არ იყო. კიდევ თქვა, რომ ახალ კონტრაქტს ვითხოვდი იმ დროს, როცა ჩვენს გუნდში დიდების დარბაზის ორი წევრი თითქმის მუქთად თამაშობდა.

ინტერვიუ ვნახე და ვიგრძენი, რომ წყობიდან გამოვდიოდი. რამდენიმე საათის წინ მწვრთნელებს დავპირდით, რომ კონფლიქტი შეწყვეტილი იქნებოდა. მაგრამ ეს შეთანხმება უნდა დამერღვია. ბიჭებთან მივედი ვუთხარი, რომ კობის მოკვლას ვაპირებდი", - წერს ო'ნილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა