საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში "ზესტაფონმა" საკუთარ კედლებში ცხინვალის "სპარტაკი" 4:0 გაანადურა...

21.08. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 1500 მაყურებელი

ზესტაფონი-სპარტაკი 4:0

1:0 ძარია (31. გელაშვილის პასით), 2:0 წინამძღვრიშვილი (67), 3:0 წინამძღვრიშვილი (79. ალადაშვილის პასით), 4:0 გრიგალაშვილი (90+2. გელაშვილის პასით)

ზესტაფონი სპარტაკი

3-5-2 4-4-2

კვასხვაძე გრიშიკაშვილი

ალადაშვილი ჭაფოძე

ონიანი ბოიომო

გორგიაშვილი თავბერიძე

აფციაური კორსანტია

მ. დაუშვილი კაშია

ძარია მგელაძე

გრიგალაშვილი შონია

ელიავა სარალიძე

გელაშვილი დეკანოიძე

დვალი კლოვისი
60. დვალი - წინამძღვრიშვილი

69. აფციაური - ბაბუნაშვილი

75. ძარია - ფიფია

სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, მიქაბერიძე, ცხადაია

68. დეკანოიძე - ხაჭვანი

78. შონია - ჩალაძე

88. კლოვისი - ჯიშკარიანი

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, მაისურაძე, აქუბარდია, ფურცელაძე

არბიტრი: ჯ. ხორავა

ზესტაფონში ახალი საფეხბურთო სეზონი შაბათს, "სპარტაკთან" მატჩით გაიხსნა. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მატჩამდე ერთი საათით ადრე სტადიონის შესასვლელში გაიხსნა "ზესტაფონის" ყოფილი გენერალური დირექტორის დავით აბაშიძის სახელობის მემორიალური დაფა. ღონისძიებას კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია და "ზესტაფონის" ფანკლუბის წევრები ესწრებოდნენ. მემორიალური დაფა დავით აბაშიძის ვაჟმა ირაკლი აბაშიძემ გახსნა...

ჩემპიონატის როგორც გახსნის მატჩებში ხდება, თამაშის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა თორნიკე აფციაურმა და ნიკა მგელაძემ ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით საქართველოს დროშა აღმართეს. საზეიმო ცერემონიალების დასკვნითი აკორდი კი საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის გია ფირცხალავას მიერ ზესტაფონელთათვის ბრინჯაოს მედლების (განვლილი სეზონის ნადავლი) გადაცემა იყო...

მოგეხსენებათ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა "ზესტაფონმა" სეზონი "დინამოსთან" მარცხით დაიწყო და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისთვის "სპარტაკის" დამარცხება მართებდა. დისკვალიფიკაციის გამო გია გეგუჩაძემ სამი უკანახაზელი - ხიდეშელი, კობახიძე და ბენაშვილი მოისაკლისა, რის გამოც მწვრთნელმა გადაადგილებებს და ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა - დაცვის ცენტრში ონიანი და გორგიაშვილი შეუწყვილა ერთმანეთს, რომელთაც მარჯვნიდან ალადაშვილი ეხმარებოდა, მარცხენა ფლანგზე გამწესებული ელიავა კი დაცვაზე მეტად შეტევებზე გახლდათ ორიენტირებული...

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა პირველი სახიფათო მომენტის შექმნა ზესტაფონელებს ცოტა კი დაუგვიანდათ - მე-10 წუთზე ალადაშვილმა საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა, თუმცა გრიშიკაშვილიც უშეცდომოდ გაისარჯა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ცხინვალელებმა მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევით უპასუხეს - მგელაძის სახიფათო დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია. ზესტაფონელები ფლანგებიდან მწვავედ უტევდნენ, განსაკუთრებით ალადაშვილი აქტიურობდა, რომელიც დაცვაშიც უშეცდომოდ ირჯებოდა და შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა. მე-14 წუთზე ალადაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გელაშვილმა კარის მიმართულებით მძლავრად დასცხო, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

რამდენიმე წუთში გელაშვილს კვლავ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ გრიშიკაშვილმა აუღო, დამატებაზე კი აფციაურმა ააცილა მიზანს. 27-ე წუთზე შეტევებში გართულ ზემოიმერლებს სტუმართა კიდევ ერთი მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ - კლოვისი კვასხვაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა აფრიკელს დასარტყმელად სივრცე აღარ ეყო, თანაც გოლკიპერი დროულად გამოვიდა კარიდან და მდგომარეობა განმუხტა. ცოტა ხანში, სარალიძე შეიჭრა საჯარიმოში და ზესტაფონელ მცველთან ორთაბრძოლისას დაეცა. სტუმართა ნახევარმცველი პენალტს ითხოვდა, თუმცა არბიტრს წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია. ზესტაფონელთა საპასუხო შეტევას კი გოლი მოჰყვა - გელაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ დაძრული ძარია მოძებნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 1:0.

მატჩის სცენარი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. მასპინძლები უტევდნენ, ცხინვალელები კი იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. სტუმრებმა ორჯერ სახიფათოდაც დაარტყეს - 55-ე წუთზე მასპინძელთა კარს კლოვისი დაემუქრა, თუმცა კვასხვაძეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. რამდენიმე წუთში კი სტუმრებმა გაცილებით მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს - შოთა კაშიას ფლანგურ ჩაწოდებას დეკანოიძემ თავური დარტყმა მიაყოლა, თუმცა ზესტაფონელთა ახალგაზრდა კიპერი კვლავ უშეცდომო იყო.

ამასობაში, დვალის ნაცვლად მოედანზე წინამძღვრიშვილი გამოჩნდა და ზესტაფონელთა შეტევებს სიმწვავე შემატა. 66-ე წუთზე გრიგალაშვილის ძლიერი დარტყმისას გრიშიკაშვილმა შეცდომა დაუშვა - ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას წინამძღვრიშვილმა აჯობა და ანგარიში გაზარდა - 2:0.

რამდენიმე წუთში რატიმ დუბლიც შეასრულა - ალადაშვილის ფლანგურ ჩაწოდებას ნახტომში თავური დარტყმა მიაყოლა და სპარტაკელთა გამოცდილ მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:0.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა მეოთხედაც შეარხიეს სტუმართა კარის ბადე - გელაშვილმა სოლორეიდით მცველები მიფანტ-მოფანტა და გრიგალაშვილს თითქმის კარის ხაზიდან გაატანინა - 4:0.

მატჩის შემდეგ

გელა ინალიშვილი (სპარტაკი): "ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ფეხბურთელების უმეტესობას გამოცდილება აკლია. რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ზესტაფონი კი გამოუყენებელ მომენტებს არავის პატიობს. მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ვულოცავ მათ გამარჯვებას, ჩვენ კი თამაშის გამოსასწორებლად ბევრი მუშაობა გვმართებს".

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ეს მოგება მომავალი მატჩებისთვის გუნდს ფსიქოლოგიურად უკეთ განაწყობს. ლამაზი, კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, რამაც ლოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანა".

zumba
თუ თამაშს იგებენ იტყვიან ბიჭებმა ჩვენი ტაკტიკური დავალებები კარგად შეასრულესო თუ წააგებენ ბიჭები გამოუცდელები არიანო,გამოუცდელებისათვის არსებობს დუბლების ჩემპიონატი....
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა