გორის "დილამ" საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალიდან, ორი მატჩის ჯამში, თბილისის "დინამო" გამოთიშა
02. 11. ქართლი 600 მაყურებელი

დილა-დინამო 0:0

პირველი მატჩი 2:2

დილა დინამო

4-5-1 4-3-3

შეყრილაძე ლორია

ლომიძე კაშია

ბაქრაძე ჰომოლა

ქარქუზაშვილი რეხვიაშვილი

გველესიანი ოდიკაძე

რაჟამაშვილი ალვარო

ჯოჯუა კვეკვესკირი

პ. ხორგუაშვილი კოშკაძე

გოგინაშვილი კოტო

სადაღაშვილი ჩისკო

ახალკაცი კახელიშვილი

დილა

46. პ. ხორგუაშვილი - ნოზაძე

57. გოგინაშვილი - დ. ჩაგელიშვილი

84. სადაღაშვილი - თოდუა

სათადარიგოები: მერლანი, მაჭავარიანი, ვ. ხორგუაშვილი, ი. ბერაია

დინამო

50. ალვარო - იაგუე

60. კოტო - ლექვთაძე

69. კახელიშვილი - რობერტინიო

სათადარიგოები: ნადირაძე, გ. ბერაია,

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (88)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სათაურში ცნობილ სიმღერას ტყუილად არ დავესესხეთ, გუშინ გორში მართლაც სასიმღეროდ ჰქონდათ საქმე. "დინამოსთან" მატჩის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლით გახარებული გორელი ფეხბურთელები და მათი ფანები დიდხანს ულოცავდნენ ერთმანეთს.

აქაური ფეხბურთის ქომაგები ასეთი გახარებული იმის მერე არ გვინახავს, ხუთი თვის წინ გადათამაშებით უმაღლეს ლიგას რომ დაუბრუნდნენ. აქვე იმასაც დავძენთ, რომ ამ შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესის გამო "ქართლზე" სპორტული თუ არასპორტული მედიის იმდენი წარმომადგენელი შეიკრიბა, რამდენიც 2006 წელს ჯონ მაკკეინის შიდა ქართლში სტუმრობისას, როდესაც ამერიკელი სენტორის ვერტმფრენი "ქართლის" მოედანზე დაჯდა და იქიდან გაემგზავრა ლიახვის ხეობაში. მაყურებელმა სტადიონის 500 კაციანი ტრიბუნაც გაავსო და არენას ირგვლივაც შემოერტყა.

მასპინძლებმა თამაში იმის მიხედვით წარმართეს, რის საშუალებასაც მეტოქის ძალა და ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი, 2:2-ით დასრულებული შეხვედრა აძლევდათ. რამაზ სოღოლაშვილს თავისი გუნდისთვის, მოლოდინისამებრ, დაცვაში განსაკუთრებული ყურადღებით გარჯა დაევალებინა, შეტევა კი ეულ ფორვარდ რომან ახალკაცისთვის მიენდო, რომლის უკანაც მისივე სეხნია და ასევე ნომინალური თავდამსხმელი გოგინაშვილი მოქმედებდა.

ალექს გარსიამ მიზნის მისაღწევად, ანუ გოლის გასატანად ფლანგებიდან კახელიშვილი და კოტო, ცენტრში კი ჩისკო გაამწესა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა დიდად სანახობრივი ვერ გამოდგა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა სახიფათო მომენტების სიმცირე. უპირატესობას "დინამო" კი ფლობდა, მაგრამ სტუმრებს რეალური ხიფათის შექმნა გვარიანად უჭირდათ.

გორელების დაცვა ქარქუზაშვილისა და ბაქრაძის მეთაურობით ამ დღეს თითქმის გაუვალი იყო. არ გადიოდა თბილისელთა პასები მასპინძელთა დაცვის ზურგს უკან. მართალია, ესპანელებმა რამდენჯერმე ინდივიადუალური რეიდით შეძლეს შეყრილაძის კართან მიახლოება, მაგრამ "დილას" მეკარემაც უშეცდომოდ ითამაშა.

უნდა აღინიშნოს მოედნის ცენტრში ორივე ტაიმში გარსიას გუნდის ნახევარმცველთა დომინირებაც. თამაშგარეს ზღვარზე მოთამაშე მათი დაცვის ხაზს კი შესვენებამდე რამდენჯერმე კინაღამ დაუსხლტა ახალკაცი და იძულებულნი გახდნენ, მოედნის ამ მონაკვეთშიც მაქსიმალური ყურადღებით ყოფილიყვნენ, რაც დიდი ძალებით შეტევაში ჩართვას გამორიცხავდა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 37-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ჩისკო აღმოჩნდა კართან, მაგრამ ვერ იხეირა. ისე, არა მარტო ამ ეპიზოდის გამო, ზოგადადაც, ჩისკო "დინამოს" ამ შეხვედრაში ვერაფრით დაეხმარა. მეორედ გორელები რობერტინიოს შემოსვლიდან რამდენიმე წამში მისი ახლოდან დარტყმისას გადარაჩნენ. ეს იყო და ეს, თუ არ ჩავთვლით შეყრილაძის კართან შექმნილ რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტს, საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს გატანის შანსი აღარ ჰქონია.

არ იფიქროთ, რომ "დილას" ერთადერთი საქმე კარის უსაფრთხოება იყო, გორელები შეტევაზეც ზრუნავდნენ, მეორე ნახევრის შუაწელში ისინი ერთგვარად "გათამამდნენ" კიდეც და რამდენჯერმე მწვავედაც მიეძალნენ ლორიას კარს, თუმცა მათ მოქმედებაში აშკარად ჩანდა გუნდის უმთავრესი მიზანი: როდესაც მეტოქე "დინამოა" და ნულოვანი ფრე გყოფნის სათასო ეტაპის გადასალახავად, ზედმეტად არ უნდა გარისკო.

ყველაზე ზედგამოჭრილი კი, რაც "დილას" თამაშზე ითქმოდა - უდიდესი მონდომებაა. თავდაუზოგავი თამაშით გორელებმა შეხვედრის ბოლოს "დინამოს" კიდევ უფრო მოჭერილ მარწუხებსაც გაუძლეს და ღირსეულად გადალახეს მერვედფინალი.

გუნდის ახალი მთვარი მწვრთნელის რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით "დილამ" ორი მატჩი გამართა და, მართლია, ორივე ფრით დაასრულა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ პირველი მათგანით ოთხმატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა, მეორით კი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს დაუსხლტა და მეოთხედფინალში გააღწია. უმადურობა იქნება გია ცეცაძის დავიწყებაც, პირველი სათასო ყაიმი "დინამოსთან", თანაც სტუმრად, გორელებმა ხომ სწორედ მისი თავკაცობით მოახერხეს.

მატჩის შემდეგ

ალექს გარსია (დინამო): "სამწუხაროა, რომ სათამაშო უპირატესობა გოლში ვერ გარდავსახეთ და მართალია, არ წაგვიგია, მაგრამ თასის გათამაშებას მაინც გამოვეთიშეთ. არადა, გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებითაც აუცილებლად უნდა გვესარგებლა"

რამაზ სოღოლაშვილი (დილა): "ძალიან მძიმე მატჩი იყო. მეტოქედ დიდი კლუბი გვყავდა და სათამაშო ტაქტიკაც იმის მიხედვით ავირჩიეთ, რაც ამ ეტაპის გადასალახავად იკმარებდა. ფეხბურთელებმა დავალება კარგად შეასრულეს და წარმატება უდავოდ დაიმსახურეს"

საქართველოს თასი. 1/8 ფნალი. საპასუხო მატჩები

სპარტაკი-მერანი 1:1 (პირველი მატჩი 0:2)

გოლები: 0:1 სამადაშვილი (62), 1:1 მეტრეველი (76)

ვიტ ჯორჯია-ჭიათურა 2:0 (3:2)

გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (7), 2:0 ჩიმაკაძე (11)

სიონი-ბაია 1:2 (0:3)

გოლები: 1:0 გ.ოქროპირიძე (60), 1:1 შ.ლომაია (62), 1:2 აფაქიძე (70)

გაგრა-სულორი 4:0 (2:1)

გოლები: 1:0 ხოჯაშვილი (26), 2:0 შარიქაძე (54), 3:0 ჯერემია (70), 4:0 კვანტალიანი (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

malxazi
ვინც ნორმალური ფეხბურთელი იყო დინამოში,მაგალითად–მუჯირი,არზიანი,ტატანაშვილი,იაშვილი,კვარაცხელია,ფირცხალავა –ყველა გაუშვეს.ვინც დარჩა ზოგი შეცვლაზე თამაშობს ზოგსაც დუბლებშიც არ ათამაშებენ.დინამოში თუ ქართველმა არ ითამაშა რად მინდა ეგეთი დინამო.
mumu
უნდა წავიდეს კი არა პანღურით უნდა გააგდონ, და მოთრეული უმოტივაციო ვაიფეხბურთელებიც მიაყოლონ.
gugesha
გარსია თუ დატოვეს მწრთვნელად თამაშზე მიმსვლელი აღარა ვარ და ჩემნაირი ალბათ ბევრი იქნება ჩემპიონატშიც არ ბრწყინავს და თასიდან უკვე გამოვარდა რომელ ჩემპიონთა ლიგაზე ლაპარაკობთ როდესაც გორის დილას ვერ აგდებს დინამო, ხელმძღვანელობა მაგრად შეცდება თუ დატოვებს ამ კაცს მწრთვნელად და ვეღარ დავიჯერებ რომ დინამო ისევ დიდი გუნდი გახდება
giorgi
ეჰ რა ვიცი ეს რო წავიდეს მგონი თლად აირევა გუნდი !!!!!!!!!
beso
გაუშვით გარსია სანამ დროა ხელმძღვანელობას თუ ტვინი აქვს მალე უნდა აბარგოს გარსია გუნდიდან
dato
გარსია თუ დატოვეს პოსტზე დაიღუპება გუნდი . არც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც არ აქვს ბოლოს როდის გამოვარდა 1/8 ფინალიდან გუნდი გახსოვთ?? დაღუპავს ეს კაცი გუნდს
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა