დღეს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნის "საერთაშორისო საკონვენციო ცენტრში" ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა იწყება
დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნის "საერთაშორისო საკონვენციო ცენტრში" ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა იწყება, რომელშიც საქართველო მხოლოდ ბიჭების ნაკრებით იქნება წარმოდგენილი. მასში 65 ქვეყნის 527 ძიუდოისტი გამოვა, აქედან ბიჭებში კი 62 გუნდის 314 წარმომადგენელი იქნება.

დღესვე 55 და 60 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ. წილისყრით გაირკვა, რომ 55-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე ამერიკელ ნათან კარნეის შეხვდება, ამათში მოგებული კი მასპინძელ მეთიუ ჩასესა და ავსტრალიელ კიმ ჯოლის შორის მოგებულს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია ბელგიელი ადრიან ქვენტირმონტი, ვისაც ჭელიძემ წლეულს ევროპის პირველობაზე ნახევარფინალში მოუგო.

ევროპირველობის ფინალში ჩვენებურის მძლეველი სომეხი გარიკ ჰარუთინიანი გიორგი მესაბლიშვილთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მეოთხედფინალამდე მას ვერ ხვდება. მესაბლიშვილი, ვისიც ძალიან ეიმედება ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი გუგავას, პირველ შეხვედრას კანადელ მაჰდი ზეგირთან ჩაატარებს, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ჯიბუტელ ბილალ ლეჩვიენსა და იაპონელ რიოჯი იზუტანის შორის მოგებული ელოდება.

60 კგ

60-ში პირველ წრეში ორივე ჩვენებური ისვენებს და სავარაუდო მეტოქეთა შეხვედრების შედეგებს დაელოდება. ევროპაზე უმედლოდ დარჩენილი გუნდის კიდევ ერთი ლიდერის, ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე ფრანგ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვინსენტ ლიმარესა და არგენტინელი ხუან ვიტალის ბრძოლაში გაირკვევა, გუნდის დებიუტანტ ლაშა გიუნაშვილის მომავალი მეტოქე კი იქნებ არგენტინელი გაბრიელე საბატინო გახდეს, რომელიც ლამის ზუსტად იმეორებს სახელოვანი თანამემამულის, არც ისე შორეულ წარსულში სახელოვან ჩოგბურთელსა და თავისი ეპოქის ულამაზეს სპორტსმენ ქალბატონ გაბრიელა საბატინის გვარ-სახელს. არგენტინელი პირველ წრეში უკრაინელ ანდრეი კუშკოვს ეჭიდავება.

66, 73 კგ

ხვალ 66-73 კილოგრამების დღეა. 66-ში ერთადერთი მონაწილე გვყავს - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი შეიძლება ისევ ის ჩეხი იაკუბ იესმინეკი აღმოჩნდეს, ვისაც ევროპაზე მეორე წრეში მოუგო - ჩეხმა საამისოდ მაროკოელი მოჰამედ ოტმან არმაზი უნდა დაამარცხოს. შავდათუაშვილთან ჯგუფში ევროპიდან ჩვენთვის ნაცნობი კიდევ ორი მეტოქეა - ებრაელი ტალ ფლიკერი, ვისაც იქ ნახევარფინალში აჯობა, და უკრაინელი მესამე პრიზიორი ანტონ ჩეტვერიკი, ვინც ბელგიურ ლომელში ოთარ არჩუაძე დაგვიმარცხა. ოღონდ ისინი პირველივე წრეში ხვდებიან ერთმანეთს და შავდათუაშვილს ერთი მათგანი ნამდვილად ჩამოსცილდება გზიდან.

73-ში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი მიხეილ ჩოხელი პირველ წრეში ირანელ მოჰამად მალეკ მოჰამედ მემარის ხვდება, ფრიდონ გიგანი კი მეორე ეტაპზეა გასული და კანადელი არტურ მარგელიდონისა და ირანელ საეიდ მოლაეის ორთაბრძოლას დაელოდება. ჯგუფში ორივე ჩვენებურს ჰყავს ევროპიდან ნაცნობი მეტოქე და თანაც - ებრაელები. ჩოხელთან კვლავ საგი მუკი მოხვდა, ვისაც ევროპაზე მეოთხედფინალში სძლია, გიგანთან - ისევ ტომერ ზაკეიმი, რომელთანაც ლომელში სანუგეშოში წააგო, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალში მისი ჯავრი ჩოხელმა ამოგვყარა.

81, 90 კგ

81 და 90-ის ფალავნები 5 ნოემბერს იჭიდავებენ. 81-ში კიდევ ერთი დებიუტანტი, ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი ჯგუფში რუს ევროპის მოქმედ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევთან მოხვდა, თუმცა მას მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება. საინტერესოა, რომ ხალმურზაევი პირველივე წრეში გერმანელ მაქს მუნსტენბერგერს დაეჭიდება, ვისაც წლეულს ევროპის ფინალში მოუგო. ღვინიაშვილი თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი უნგრელ პეტერ ჰაიმსა და ამერიკელ იან კაფარსკის შორის გაირკვევა. ამავე წონაში შალვა ნინიძეც მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ინდოელ ანვარ სინგჰის შეხვდება. მის სიახლოვესაა რუსი ევროპის პრიზიორი ალბერტ კოსტოევიც.

90-ში მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში ევროპაზე უმედლოდ დარჩენილი მორიგი ლიდერი გიორგი მერმანიშვილიც, რომელიც ახალი შანსის გამოყენებას ბელგიელი დილან ვან ნუფელის ძლევით შეეცდება. ევროპიდან ნაცნობი მეტოქე მასაც ჰყავს ჯგუფში - ლიტველი ზილვინას ლეკავიჩიუსი, ვისაც მაშინ მეორე წრეში ვაზარ-იპონით მოუგო. თუ ჩვენებური ქვეჯგუფს მოიგებს, შესაძლოა, ნახევარფინალში ისევ რუს ჰუსეინ ხალმურზაევს შეხვდეს, ვისთანაც ევროპული ნახევარფინალი დათმო - ის საპირისპირო ჯგუფში მოხვდა. ამ წონაში გიორგი ქავთარაძის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ბრანდონ ბამინია.

100 და მძიმე

ჩემპიონატს 6 ნოემბერს 100 და მძიმე წონების ფალავნები დაასრულებენ. 100-ში დებიუტანტები გვყავს, მთავარი იმედი კი ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილია, რომელიც, ბედის ირონიით, მაინცდამაინც ევროპის იტალიელ ჩემპიონ დომენიკო დი გუიდასთან დაწყვილდა. დავით მერაბიშვილი ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრახმანს დაეჭიდება.

+100-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილი მეორე წრეშია და ეგვიპტელ მაისარა ელნაგარისა და ყაზახი აიტუარ აბდულოვის შეხვედრის დამთავრებას დაელოდება. უშანგი კოკაურს მეტოქედ ფრანგი ნაბილ ზალაგი ერგო, მასთან წარმატების შემთხვევაში კი იაპონელ ტაკეში ოჯიტანის შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...