საკურორტო ქალაქ პორტო-კარასში დღეს დაიწყება მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს
ბერძნულ საკურორტო ქალაქ პორტო-კარასში დღეს დაიწყება მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ქალთა 28 და ვაჟთა 38 ნაკრები იასპარეზებს. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. თითოეულ ტურში გუნდებიდან 4-4 მოჭადრაკე ითამაშებს.

40 სვლისთვის მოასპარეზეებს ეძლევათ 90 წუთი, მერე პარტიის ბოლომდე - ნახევარი საათი, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

მოგებისთვის იწერება 2, ფრისთვის - 1, წაგებისთვის 0 ქულა.

შეგახსენებთ, რომ მსგავს ტურნირებში საქართველოს ქალთა ნაკრებს 1997 წელს ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, სამგზის ვერცხლის პრიზიორია, ჩვენმა ვაჟებმა კი 2003 წელს მესამე ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონატში ქალთა გუნდებს შორის რეიტინგფავორიტია რუსეთის ნაკრები (საშუალო რეიტინგი 2509), რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა. 2009 წელს ჩრდილოელმა მეზობლებმა ჩვენს მანდილოსნებთან კი წააგეს, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით გავიდნენ პირველ ადგილზე. ამჟამად რუსთა სპორტულ ღირსებას დაიცავენ ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (2526) და მისი და, კონტინენტის პირველობების მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2549), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2439), ასევე, ნატალია პოგონინა (2451) და ვალენტინა გუნინა (2514).

რეიტინგით მეორეა უკრაინა (2477), რომლის შემადგენლობაში ითამაშებენ ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლახნო (2549), ქალებში კონტინენტის პირველობების პირველი გამარჯვებული (ამ ტურნირს 2000 წელს ბათუმმა უმასპინძლა, ნატალია ჟუკოვა (2427), ინა გაპონენკო (2435), მარია მუზიჩუკი (2460) და ანა უშენინა (2463). მესამე საფეხური 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონ საქართველოს ნაკრებს (2463) უკავია: ნანა ძაგნიძე (2516), ლელა ჯავახიშვილი (2475), ნინო ხურციძე (2440), ნაზი პაიკიძე (2422), სალომე მელია (2392), კაპიტანია ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და თამაზ გელაშვილი.

ვაჟებში რეიტინგით პირველია რუსეთი (2758). გუნდის ყველა წევრი 2700-იანთა კლუბის წევრია: პიოტრ სვიდლერი (2755), სერგეი კარიაკინი (2763), ალექსანდრ გრიშჩუკი (2752), ალექსანდრ მოროზევიჩი (2762) და იან ნეპომნიაშჩი (2730). მეორე ადგილზე მყოფ უკრაინელებსაც (2729) ძლიერი ნაკრები ჰყავთ: ვასილი ივანჩუკი (2775), მსოფლიოს ექსჩემპიონი რუსლან პონომარიოვი (2723), პაველ ელიანოვი (2691), ზახარ ეფიმენკო (2702) და ალექსანდრ მოისეენკო (2715). სხვა გუნდებშიც მრავლად არიან პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები.

მაგალითად, სომხებს მსოფლიოს რეიტინგში მე-3 ადგილზე მყოფი ლევონ არონიანი (2802) მეწინავეობს, ბულგარელებს - ვესელინ ტოპალოვი (2768), მესამეადგილოსან აზერბაიჯანელებს - თეიმურ რაჯაბოვი (2781). ჩემპიონატში 2700-ზე მეტი რეიტინგით 30 დიდოსტატი იასპარეზებს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები რეიტინგით (2620) მეთხუთმეტეა. მის ღირსებას დაიცავენ ბაადურ ჯობავა (2678), მიხეილ მჭედლიშვილი (2636), ლევან ფანცულაია (2588), მერაბ გაგუნაშვილი (2577) და დავით ზარქუა (2443); კაპიტანია გია გიორგაძე, მწვრთნელი - ხვიჩა სუპატაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო