ქუთათურებს ამ ფრეს გამო გული დიდად არ დასწყვეტიათ და შემდეგ ეტაპზე ზედმეტი ძალების დაუხარჯავად გავიდნენ
02.11. ქუთაისი. ცენტრალური, 1000 მაყურებელი

ტორპედო ბათუმი 1:1

1:0 მეგრელაძე (22. ფარულავას პასით), 2:0 დიასამიძე (85. მალაზონიას პასით)

ტორპედო ბათუმი

4-4-2 4-1-4-1

ქვილითაია მამინაშვილი

დ.ფოფხაძე ფარტენაძე

ფარულავა ხუხია

გამეზარდაშვილი ქორიძე

ჩიკვილაძე მაკარიანი

იოსელიანი ჟვანია

გ.დათუნაიშვილი ცანავა

კუხიანიძე თევდორაძე

თარხნიშვილი მალაზონია

საბანაძე სამსეიშვილი

მეგრელაძე გაბრიჭიძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. გეგუჩაძე ი. ნასუაშვილი

ტორპედო

82. კუხიანიძე - ტაბატაძე

82. საბანაძე - ბოლქვაძე

90. თარხნიშვილი - მარკოზაშვილი

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, გურული, მირცხულავა, გოცირიძე

ბათუმი

46. თევდორაძე - ა. მუჯირი

78. გაბრიჭიძე- დიასამიძე

83. ცანავა - ბერიძე

სათადარიგოები თ. კაკალაძე, ბაციკაძე, ნ.ნასუაშვილი, რამიშვილი

გაფრთხილება: ჟვანია (84)

არბიტრი:ი.ურუშაძე

"ტორპედოში" გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ ქუთაისელებს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდათ მოგებული და ამ სათასო დაპირისპირებასაც ფავორიტის რანგში ხვდებოდნენ. მაგრამ, "ტორპედოს" გამარჯვებათა სერიას წერტილი სწორედ პირველლიგელებმა დაუსვეს.

ზღვისპირელები "ზესტაფონთან" ნაბრძოლ, ოღონდ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ტოლ-სწორად დაუდგნენ და ზოგ ეპიზოდში უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მაინც მდევრის როლში აღმოჩნდნენ და ანგარიშის გათანაბრება ბოლოსღა მოახერხეს.

ქუთათურებს ამ ფრეს გამო გული დიდად არ დასწყვეტიათ, რადგან პირველი მატჩი 2:0 ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე ზედმეტი ძალების დაუხარჯავად გავიდნენ.

გეგუჩაძემ "ზესტაფონთან" მძიმე მატჩის შემდეგ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ძირითადში გამოჩნდნენ ქვილითაია, ფარულავა, ჩიკვილაძე, კუხიანიძე, იოსელიანი და მეგრელაძე. შეხვედრის საწყის წუთებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ლაშა გაბრიჭიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თამაშს მოწყურებული მაქსიმე ქვილითაია კარგად გაისარჯა და ქუთათურები გოლისგან იხსნა. სამაგიეროდ, შანსი ხელიდან არ გაუშვა ქუთაისელთა გამოცდილმა ფორვარდმა გია მეგრელაძემ, რომელმაც 28-ე წუთზე ფარულავას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი ვარდნით გადაგზავნა კარში - 1:0.

გოლმა ბათუმელები არ დააბნია, ისინი ბევრს უტევდნენ, თუმცა რეალურ საგოლე სიტუაციამდე საქმე არ მიდიოდა. 31-ე წუთზე ცანავას ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ ხელებში გააქვავა. ტაიმის ბოლოს კი ჩიკვილაძის კარგი გადაცემის შემდეგ საბანაძეს შეეძლო გატანა, მან ცრუმოძრაობით ორ მეტოქეს აუარა გვერდი, კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარე შოთა მამინაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მატჩის სცენარი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ხიფათი ორივე კართან თანაბრად იქმნებოდა. 63-ე წუთზე ბათუმელები გოლს გადაურჩნენ, იოსელიანის ჩაწოდების შემდეგ მეგრელაძე თავით ურტყამდა, მაგრამ ააცილა.

სტუმრებმა მატჩის ბოლოს შეტევები გაამწვავეს და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. დავით მალაზონიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ ნიკა დიასამიძე დარჩა და ქვილითაიას შანსი არ დაუტოვა - 1:1.

მატჩის მიწურულს დიასამიძეს მეორე გოლის გატანა და ბათუმელებისთვის გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აღარ დაანება და თამაშიც ფრედ დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა