"ჩელსის" მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი შიშობს, რომ მისმა გუნდმა ბევრი უხეში შეცდომის გამო ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვარიანად შეიმცირა
"ჩელსის" მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი შიშობს, რომ მისმა გუნდმა ბევრი უხეში შეცდომის გამო ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვარიანად შეიმცირა. მეორე მხრივ, ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია და და ამიტომ ჩეხი თანაგუნდელებს აფრთხილებს - დაწინაურებული "მანჩესტერ სიტის" კიდევ უფრო წინ გაშვება აღარ შეიძლება.

"ჩელსი" ვალდებულია ქულები აღარ დაკარგოს. მეკარე, რომელმაც პრემიერლიგაში მხოლოდ პირველ შეხვედრაში მოახერხა მოედნიდან გაშვებული გოლის გარეშე გასვლა, ამბობს, რომ "ლურჯებს" შაბათს, "ბლექბერნთან" შეცდომის უფლება აღარ აქვთ:

"ბოლო ხანს, უკლებლივ ყველა შეცდომის გამო ვისჯებით, შეცდომებს კი, იცოცხლეთ, ძალიან ბევრს ვუშვებთ. არადა, ლოგიკურია, თუ მოწინააღმდეგეებს საკუთარ კართან სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას მისცემ, ისინი გოლს გოლზე გაგიტანენ. პრობლემები გვაქვს მეტოქეთა კართანაც.

როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა გოლი შევაგდოთ და თამაში ჩავკლათ, ამას არ ვაკეთებთ, რის მერეც ისინი ფხიზლდებიან და გვსჯიან. არადა, ზოგადად თამაშებს რომ დააკვირდეთ, ბურთს მეტწილად ჩვენ ვფლობთ, ძალიან კარგ კომბინაციებს ვათამაშებთ და სხვა. ასეთ დროს კი დამარცხების ფაქტად მიღება და მასთან შეგუება მეტისმეტად ძნელია. ამ ნავსიან პერიოდს რაც უფრო მალე გავივლით, მით უფრო კარგი იქნება, რადგან ჩვენ მეტი წაგებისა და ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. მესმის, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" დიდებულად თამაშობს და მისი კიდევ უფრო წინ გაშვება ცოცხალი თავით არ შეიძლება.

ჩვენ ვალდებული ვართ "სიტის" ეს უპირატესობა შევამციროთ და ლიდერს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვუწყოთ. გასული სეზონი მახსენდება, როდესაც ძალიან დაწინაურებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კი წამოვეწიეთ, მაგრამ გადასწრება ვეღარ მოვახერხეთ და საბოლოოდ ჩემპიონი მაინც ის გახდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!