"ლივერპულის" ლეგენდა, კევინ კიგანი იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი გუნდი ამ სეზონში დიდ ამოცანას გადაწყვეტს
"ლივერპულის" ლეგენდა, კევინ კიგანი იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი გუნდი ამ სეზონში დიდ ამოცანას გადაწყვეტს - პრემიერლიგის ოთხეულში შევა და საგაისო ჩემპიონთა ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "წითლებმა" არათუ ჩემპიონთა ლიგაში, არამედ ევროლიგაზე გასვლაც კი ვერ მოახერხეს.

კიგანის აზრით, მერსისაიდელთა უპირატესობა შესაძლოა სწორედ ეს იყოს - მაშინ, როდესაც კონკურენტები ძალას ორ ფრონტზე ხარჯავენ, "ლივერპული" მხოლოდ პრემიერლიგაზეა კონცენტრირებული და დიდი შანსია შედეგსაც უფრო მიაღწიოს.

ამ არგუმენტს, კევინ კიგანისთვის, რასაკვირველია, ემატება ისიც, რომ "ლივერპულს" სათავეში არც მეტი, არც ნაკლები, კენი დალგლიში უდგას. კითხვაზე, რომელ ადგილზე გავლენ ამ სეზონში წითლები, კიგანმა უპასუხა:

"ისინი ევროშეჯიბრებებში არ იღლებიან და ამიტომ, ვფიქრობ მეოთხე ან მესამე ადგილზე გავლენ. ვინმე შეიძლება შემედავოს და მითხრას, რომ კენი "ქარლინგის თასზე" გუნდს არ ასვენებს. პრემიერლიგის გარდა "ლივერპული" ამ ტურნირზეც უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს ანუ ისიც იღლება, მაგრამ, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ევროთასებისა და "ქარლინგის თასის" დატვირთვების შედარება არ შეიძლება. სად რუსეთში გადაფრენა, თამაში და დაბრუნება და სად აქვე, ლონდონში ჩასვლა-ჩამოსვლა. ის, რომ ევროლიგაში ვერ მოხვდა, "ლივერპულისთვის" დიდი უპირატესობაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად