უკრაინული "ზაკარპატიას" ქართველი ვიცე-კაპიტნის აღსარება
უკრაინაში დაბრუნებულმა ლაშა ჯაკობიამ გასულ შაბათს სეზონში პირველი დუბლი მიითვალა. პირველი ლიგის მე-18 ტურში "ზაკარპატიამ" უჟგოროდში "ზირკას" სწორედ 31 წლის ქართველის წყვილი გოლით - 2:0 მოუგო.

სულ მიმდინარე სეზონში ჯაკობიამ 13 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და "ზაკარპატიას" ლიდერი გახდა, თავად გუნდი კი ცხრილის თავშია.

არადა, ეს ყველაფერი მოულოდნელია, რადგან უკრაინაში ორი წლის წინ მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ ჯაკობიამ კარიერის განახლება ცხინვალის "სპარტაკში" სცადა და, გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრი არაფერი გამოსდიოდა, რასაც თავადაც აღიარებს.

ლაშას გუშინ უკრაინაში დავუკავშირდით.

- ცხინვალის "სპარტაკში" თამაშის შემდეგ საქართველოში შენზე ხელი ჩაიქნიეს, არადა, თურმე ყველა ცდებოდა. როგორ მოახერხე ფორმის აღდგენა?

- საბედნიეროდ, ახლა უკვე ჯანმრთელად ვარ. აქ შანსი მომცეს, ვიშრომე და ეს შანსი გამოვიყენე. საქართველოში კი, სამწუხაროდ, კარგად ეხერხებათ არა თანადგომა, არამედ სარმის გამოდება. პატარა ფეხის დაცდენა და ხაზს გადაგისვამენ.

ყველაფრის თავიდან დაწყება კი მართლაც ძალიან ძნელია, თან ჩემს ასაკში. მეც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შევძელი და თავს ვაჯობე, უპირველესად, ჯანმრთელობის პრობლემებს ვგულისხმობ. ეს ჯერ კიდევ საქართველოში შევძელი.

მაგრამ მიმაჩნია, რომ ესეც არ არის ჩემი შესაძლებლობის ზღვარი, ვგრძნობ, მეტიც შემიძლია. არადა, ძალიან მძიმე მომენტები მქონდა, ფეხბურთიდან წასვლასაც ვფიქრობდი, განსაკუთრებით დისკვალიფიკაციის შემდეგ. "სპარტაკში" თამაშის მერე კი საერთოდ გული მქონდა აცრუებული, რადგან ჩემი ფორმიდან გამომდინარე, მაღალ დონეზე თამაშის იმედი თითქმის გადაწურული მქონდა. ახლა რომ ვაანალიზებ, საქართველოს ჩემპიონატში, მაგ პირობებში ძალიან ძნელია, რამეს მიაღწიო, თუნდაც, ელემენტარულად, ფორმა აღიდგინო.

მაგრამ გვერდით მედგნენ ოჯახის წევრები და ჩემი უახლოესი მეგობარი სერგო ქუთათელაძე, რომლის წყალობითაც აღმოვჩნდი "ზაკარპატიაში".

- 90 წუთის გაძლება არ გიჭირს?

- პირველ რვა ტურში ნაკლებად მათამაშებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე, ფიზიკური კონდიციები აღვიდგინე და...

- ახლა სისტემატურად თამაშობ, თან თანაგუნდელებმა ვიცე-კაპიტნად აგირჩიეს.

- "ზაკარპატიაში" ჩემი მისვლა კაპიტნის არჩევნებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის ჩარიცხული ვიყავი, ბიჭებმა ვიცე-კაპიტნად ამირჩიეს. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- "ზაკარპატია" პირველი ლიგის ცხრილის თავშია, ასე რომ, სავსებით შესაძლოა, მალე ისევ უკრაინის უმაღლეს ლიგაში გიხილოთ.

- მეც ასე მგონია, რომ უმაღლეს ლიგაში გადავალთ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესიდან შემოთავაზებები უკვე მაქვს, მაინც დარჩენა და გუნდთან ერთად გადასვლა მირჩევნია. ახლა მიტოვება ღალატი იქნება, ჩემთვის მძიმე მომენტში ამიყვანეს და ფეხბურთში დამაბრუნეს. ამის დავიწყება არ შეიძლება.

- უკრაინაში მოთამაშე ქართველებიდან ვის გამოარჩევდი?

- თარგამაძეს, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს "ოლექსანდრიაში", გუნდის ლიდერია და, როგორც ვიცი, მისი გადაბირება რამდენიმე წამყვან უკრაინულ კლუბს სურს, უფრო სწორად, პირველი სამეულის გუნდებს.

- სამეულის გუნდებს?!

- მე ასე ვიცი და რა გასაკვირია? ძალიან კარგად თამაშობს ნაკრების შეტევის ხაზში, მე პირადად, მისი და მარცვალაძის იმედი მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tokia
matalia am pirobebshi ra fexburti unda itamashon fexburtelebma da mere ityvian rato midis fexburteli sazgvargareto ert magalits moviyvan :saxels da gvars ar davasaxeleb vishi ligas tamashobda aq 10 weli da 35wlisaa daberda fexburtistvis da exla msheneblobaze mushaobs .....raga unda ilaparako amit yvelaferi natqvamia
sho
ეს ახალგაზრდა ამბობს ფეხის დადება იციანო, თარგამაძე თავის ინტერვიუში ამბობს: "ნაკრების ყველა მოთამაშე მხარში მედგაო". საინტერესოა ასე რატომ ხდება?? თქვენ ხომ არ იცით ძვირფასო მკითხველო?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"