პრანდელის "აძურაში" ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სტეფანო მაურის, თუმცა 31 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო
პრანდელის "აძურაში" ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სტეფანო მაურის, თუმცა 31 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და კარგა ხნით ჩამოშორდა ფეხბურთს. დაახლოებით სამი-ოთხი თვეა, რაც სტეფანოს ძირითადად ლაზარეთში უწევს ყოფნა და მის გამოჯანმრთელებას არა და არ დაადგა საშველი. როგორც ჩანს, "ლაციოს" ექიმებს მოეთმინების ფიალა აევსოთ და ფეხბურთელი ოპერაციის გაკეთებაზე დაიყოლიეს.

დიახ, დაიყოლიეს, რადგან მაურიმ ერთხელ უკვე იუარა დანის ქვეშ დაწოლა და დაპირდა კლუბის მესვეურებს, რომ სარეაბილიტაციო კურსით უფრო მალე მოახერხებდა სრულად გამოჯანმრთელებას. მისი დანაპირები არ შესრულდა და 4 ნოემბერს რომის ერთ-ერთ კლინიკაში ერთხელ უკვე გადადებული ოპერაცია მაინც გაკეთდება. დანარჩენზე თავად ფეხბურთელი იტყვის:

"დიდი იმედი მაქვს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები. როგორც ექიმებმა მითხრეს, სარეაბილიტაციო პერიოდი 2-3 თვეს წაიღებს, რაც ოპერაციის კვალობაზე არც თუ ისე დიდი დროა. ანუ, სეზონის გადამწყვეტ ნაწილს სრულ მზადყოფნაში შვხვდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად