"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ნახევარმცველმა პოლ შარნერმა ლუის სუარესს ყველა დროის საუკეთესო სიმულიანტი უწოდა
საუკეთესო სიმულიანტი

"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ნახევარმცველმა პოლ შარნერმა ლუის სუარესს ყველა დროის საუკეთესო სიმულიანტი უწოდა. თუ უფრო დაკონკრეტება გნებავთ, ასე ვიტყვით: შარნერის აზრით, არავის შეუძლია ჯარიმების ისე ოსტატურად გაფორმება, როგორც ეს ურუგვაელს ძალუძს - ასეთი რამ "ლივერპულის" თავდამსხმელმა კვირას, ავსტრიელი ფეხბურთელის გუნდთან თამაშისას გააკეთა, როდესაც პენალტი აშკარად არ იყო და მსაჯი "წამოაგო ანკესზე", თერთმეტმეტრიანი კი ჩარლი ადამმა აქცია გოლად.

"არავის ვატყუებ, სიმართლეს ვამბობ: ის მართლაც მაგრად სიმულიანტობს - ამბობს შარნერი და იქვე დასძენს - შესაძლოა, ამ კომპონენტში მას ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში. მანამ, სანამ ის ჩვენთან შეხვედრაში უაზროდ დაანიშნინებდა მსაჯს პენალტს, მის მიმართ კარგი შეხედულება მქონდა, მაგრამ ამის შემდეგ რადიკალურად შემეცვალა. თუ ასეთ რამეზე მსაჯი პენალტისკენ მიუთითებს, მაშინ როცა სუარესი საჯარიმოში გაგორდება, ასიდან ასივე პენალტი უნდა დაიდოს".

არაფრის თქმა შემიძლია

ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონის დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავმა მარიო გიოტცემ კლუბიდან თავის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ: გიოტცეს თავიდანვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და უკვე მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. "ბილდთან" საუბარში მარიო ამბობს: "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

ძალიან მინდა, "დორტმუნდი" ისევ მოხვდეს ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე. ეს ჩემი მიზანია, ისევე, როგორც - კლუბის. ახლა ჩემს ტრანსფერზე მე და სხვას არაფრის თქმა შეგვიძლია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დორტმუნდში ბედნიერი ვარ და ამ კოლექტივში შემიძლია კიდევ პროგრესირება. ვამაყობ, რომ ჩემით "ბაიერნი" და სხვა გრანდები ინტერესდებიან, მაგრამ გადაჭრით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი".

ვან პერსი საუკეთესოა

"არსენალის" მეკარე ვოიცეხ შჩესნი ამბობს, რომ მათი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი საუკეთესოა მსოფლიოში - წერს გაზეთი "სანი". შჩესნიმ თქვა: "ყველამ ვიცით, რომ რობინი ძალიან მაგარია, რაც "ჩელსისთან" მატჩშიც დაამტკიცა". კითხვაზე, ფავორიტი ფორვარდი, რომელთან ერთადაც ვარჯიში გიყვართ, შჩესნიმ ცოტა იუმორით უპასუხა: "ვან პერსის მეკარეების გამწარება უყვარს, მაგრამ ეს ჩემი პრაქტიკაა. რაც უფრო დიდხანს ვვარჯიშობ მასთან ერთად, მით მეტ დარტყმას ვიგერიებ, რაც პირველ რიგში ჩემთვისაა კარგი".

დიდი ზიზუს რჩევა იოზილს

ზინედინ ზიდანმა, რომელიც "რეალში" სპორტულ დირექტორად მუშაობს, მესუთ იოზილს ურჩია, არ მიაქციოს არანაირ ქებას თუ კრიტიკას ყურადღება და ითამაშოს უბრალოდ ფეხბურთი. თავად მესუთმა "კიკერს" განუცხადა: "მე ზიდანთან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე და ის ყოველთვის მეუბნება: მესუთ, შენ იცი, რაც გძალუძს და უბრალოდ გამოდი მინდორზე და ითამაშე შენებურად".

კვირის მატჩი

"არსენალმა" "სტემფორდ ბრიჯზე" დაუვიწყარი მატჩი გამართა და "ჩელსისთან" 5:3 გაიმარჯვა! მატჩის პერიპეტიებით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ეს მატჩი ბევრმა თქვენთაგანმა იხილა ტელევიზორსა თუ ინტერნეტში. ერთს დავძენთ: ამ შეხვედრაში საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა მასპინძელთა კიპერი პეტრ ჩეხი, რომელსაც ასეთი ცუდი თამაში ძალიან იშვიათად სჩვევია და ეს სწორედ ის უიშვიათესი შემთხვევა აღმოჩნდა...

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად