ჰუნტელაარით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ფორვარდს 19 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი
პრინციპში, ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო: კლაას-იან ჰუნტელაარი მიმდინარე სეზონში იმდენად კარგად თამაშობს, რომ გვიკვირდა კიდეც, აქამდე როგორ არ ატყდა სპეკულაციები მისი "შალკედან" წასვლის შესახებ. და აი, დაიწყო კიდეც: როგორც ირკვევა, ჰუნტელაარით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან 28 წლის ფორვარდს 19 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

"ბილდის" ინფორმაციით, მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ჰოლანდიელის გადაბირება ახლავე, იანვარში უნდა და მზადაა, გელზენკირხენულ კლუბს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჰუნტელაარს "შალკესთან" კონტრაქტი 2013 წლამდე კი აკავშირებს, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გელზენკირხენიდან წასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მანამდეც შეუძლია.

"შალკეს" რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასეთია: "ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ჰუნტელაარის მიმართ ინტერესი იზრდება. ფაქტი ის არის, რომ მისი შეძენის სურვილით ჯერ არავის მოუმართავს," - ეს მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის სიტყვებია, რომელიც იქვე დასძენს, ჩვენ ოდნავადაც არ ვნერვიულობთო.

"ბილდი" კი წერს, რომ თუ დიდი შანსია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "შალკეს" ფულთან ერთად ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვიც შესთავაზოს - ეს უკანასკნელი ფერგიუსონს აღარ სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის