"ტუტოსპორტმა" გადაწყვიტა, ინტერნეტის მომხმარებელთა შორის გაერკვია, ვის მიიჩნევენ ისინი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად
წელიწადის დამთავრებას ჯერ კიდევ ბევრი აკლია, მაგრამ ნელ-ნელა უკვე იწყება სეზონის ლაურეატების დასახელება, გამოკითხვები, ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი თუ მწვრთნელი.

პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" გადაწყვიტა, ინტერნეტის მომხმარებელთა შორის გაერკვია, ვის მიიჩნევენ ისინი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ჯილდოს ასეც ჰქვია "ოქროს ბიჭუნა 2011".

ჰოლანდიურმა გაზეთმა "დე ტელეგრააფმა" "აიაქსის" იმ ფეხბურთელს მიმართა კომენტარისთვის, ვინც სიაში მოხვდა. ლაპარაკია კრისტიან ერიკსენზე. აი, რას აცხადებს 19 წლის დანიელი: "მოხარული ვარ, რომ ჩემი თამაში სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ასეთი ყურადღება ძალიანაც მსიამოვნებს, მაგრამ გადავხედე რა ნომინანტთა სიას, სიმართლე ვთქვა, დიდი იმედებით განწყობილი ნამდვილად არ ვარ, რომ საუკეთესოდ მე დამასახელებენ". სიაშია მეორე აიაქსელი ლორენცო ებესილიოც, თუმცა ის გუნდის ძირითადშიც ვერ ხვდება და შესაბამისად მის შანსებზე ლაპარაკი ცოტა ალოგიკურიც არის.

მკითხველს არ გადავღლით ყველა ნომინანტის ჩამოთვლით, უბრალოდ გაგაცნობთ იმათ სახელებსა და გვარებს, რომლებიც ფავორიტებად მიგვაჩნია:

ალექსანდრ მერკელი ("ჯენოა", გერმანია), იკერ მუნიაინი ("ბილბაო", ესპანეთი), დავიდე სანტონი ("ნიუკასლი", იტალია), ედენ აზარი ("ლილი", ბელგია), ფილ ჯონსი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ჟოელ ობი ("ინტერი", ნიგერია), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი", ინგლისი), სტეფან სავიჩი ("მანჩესტერ სიტი", ჩერნოგორია), გეორგი შენიკოვი ("ცსკა", რუსეთი), შერდან შაჩირი ("ბაზელი", შვეიცარია), ტიაგო ალკანტარა ("ბარსელონა", ესპანეთი), დავიდ ალაბა ("ბაიერნი", ავსტრია), ანდრე აიუ ("მარსელი", განა), სერხიო კანალესი ("ვალენსია", ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო ("ინტერი", ბრაზილია), კრისტიან ერიკსენი ("აიაქსი", დანია), მარიო გიოტცე ("დორტმუნდი", გერმანია), ადემ ლიაიჩი ("ფიორენტინა", სერბეთი), რომელუ ლუკაკუ ("ჩელსი", ბელგია), როდრიგო მორენო ("ბენფიკა", ბრაზილია), ჯეკ როდუელი ("ევერტონი", ინგლისი), რაფაელ ვარანი ("რეალი", საფრანგეთი), ჯეკ უილშირი ("არსენალი", ინგლისი).

აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვაში გუშინდელი მონაცემებით 165 ათას ადამიანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა