ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ვინიპეგთან" 8:9 წაგების შემდეგ "ფილადელფიამ" დაალაგა თამაში და ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია
"ვინიპეგთან" 8:9 წაგების შემდეგ "ფილადელფიამ" დაალაგა თამაში და ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია. ამჯერად "მფრინავები" ბაფალოს ესტუმრნენ და თავიდანვე სერიოზულად მიხედეს საქმეს. უკვე მეორე წუთისთვის სტუმრები ორი შაიბით იგებდნენ, მეშვიდე წუთზე კი ანგარიში 3:0 იყო.

"ბაფალომ" მთლიანად ჩააგდო მატჩის დასაწყისი, განსაკუთრებით სუსტად კი ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ამერიკელი მეკარე რაიან მილერი გამოიყურებოდა, რომელიც სასწრაფოდ შეცვალეს იონას ენროტით და ამ სვლამ გაამართლა. დარჩენილ დროში "ფილადელფიას" გოლი არ გაუტანია, "ბაფალოს" ფორვარდები კი უკვე ხშირად აწუხებდნენ სტუმრების კარის დარაჯს ილია ბრიზგალოვს.

მასპინძლებმა პირველი შაიბა მატჩის ეკვატორზე გაქვითეს. გოლი საკმაოდ კურიოზული გამოვიდა - ანდრეი სეკერამ ცისფერი ხაზიდან დაარტყა და ააცილა, მაგრამ ბარიერს ასხლეტილი შაიბა ბრიზგალოვს ფეხზე მოხვდა და ისე შევარდა კარში.

კიდევ უფრო კურიოზული გამოვიდა "სეიბრზის" მეორე გოლი რუსი გოლკიპერის კარში. ადამი გვერდითი ბარიერიდან შაიბის მოშორებას აპირებდა, მაგრამ მისი დარტყული ფილადელფიელთა მცველის კიმო ტიმონენის ფეხის გავლით ბრიზგალოვს ფეხებშუა გაუძვრა და "ბაფალოს" მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა.

ასეთი შანსი მასპინძელთა გუნდს მართლაც ჰქონდა, როცა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ტომაშ ვანეკმა ზედიზედ ორჯერ დაარტყა დაახლოებით ორი მეტრიდიან და ორივეჯერ ბრიზგალოვმა ფანტასტიკურად ითამაშა.

"ბაფალოსთვის" ეს იყო ზედიზედ მეოთხე წაგება.

გუშინდელი სათამაშო დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ტორონტოს" ფორვარდი ჯოფრი ლუპული, რომლის ჰეთ-თრიკის წყალობით კანადელებმა "ნიუ ჯერსის" სტუმრად მოუგეს. შეხვედრის პირველ ნახევარში "ტორონტომ" სამჯერ შეძლო წინ გასვლა და სამივეჯერ "დევილზმა" ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ "ეშმაკებმა" მაინც ვერაფერი მოუხერხეს ლუპულის აქტიურობას. ამ ფორვარდს ორჯერ ასისტირება გაუწია ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ფილ კესელმა, რომელსაც 10 მატჩში 10 გოლი და 10 შედეგიანი პასი აქვს.

ამ მატჩში ერთი საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა - "ნიუ ჯერსის" რუსი ვარსკვლავი ილია კოვალჩუკი NHL-ის მოქმედ ჰოკეისტებს შორის სარგებლიანობის მიხედვით ყველაზე უარესია - "მინუს 108".

სხვათა შორის ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ "ნიუ ჯერსის" დაუბრუნდა მეკარე მარტინ ბროდო, მაგრამ ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ფინიქსის" მეკარე მაიკ სმიტს, რომელმაც "კოლორადოსთან" მატჩში 40-დან 39 დარტყმა მოიგერია. ამ მატჩში, რომელიც "ფინიქსის" 4:1 მოგებით დასრულდა, დუბლი შეასრულა რადიმ ვრბატამ, მისმა თანაგუნდელმა კორპიკოსკიმ კი ვარდნაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს მოკრძალებული არიზონული კლუბის ზედიზედ მესამე მოგება იყო.

მესამე ვარსკვლავიც მეკარეა - "ფილადელფიას" კარის დარაჯი ილია ბრიზგალოვი, რომლის გმირობებზე უკვე გელაპარაკეთ.

ნიუ ჯერსი-ტორონტო 3:5

1:2, 2:3, 0:0

გოლები: 0:1 კრები-1 (ლომბარდი-3, ლაილსი-8), 1:1 ზუბრუსი-3 (ენრიკე-2), 1:2 გრაბოვსკი-5 (გარდინერი-4, გუსტავსონი-1), 2:2 ელიაში-5 (ა. ლარსონი-1, კოვალჩუკი-5), 2:3 ლუპული-6 (კომისარეკი-3, ტიმ კონოლი-2), 3:3 კლარკსონი-3 (პალმიერი-3, მილსი-1), 3:4 ლუპული-7 (კესელი-9, ტიმ კონოლი-3), 3:5 ლუპული-8 (გრაბოვსკი-4, კესელი-10).

ბაფალო-ფილადელფია 2:3

0:3, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 კუტურიე-3 (ლილია-2, ვორაჩეკი-4), 0:2 ვან რისმსდიკი-5 (რინალდო-2), 0:3 ჰარტნელი-5 (კ. ჟირუ-9, იაგრი-7), 1:3 სეკერა-1 (ლეოპოლდი-2, ლ. ადამი-7), 2:3 ლ. ადამი-4 (ვანეკი-8, პომინვილი-10).

კოლორადო-ფინიქსი 1:4

0:1, 1:1, 0:2

გოლები: 0:1 პიატი-2 (მორისი-2, გორდონი-3), 0:2 ვრბატა-4 (ჰანჟალი-7, რეი უიტნი-6), 1:2 რ. ო'რაილი-2 (ვინიკი-3, ო'ბირნი-2), 1:3 კორპიკოსკი-3 (შლემკო-5, კლესლა-4), 1:4 ვრბატა-5 (რეი უიტნი-7, ეკმან-ლარსონი-2).

დომინატორი ისევ ბრუნდება

ლეგენდარული ჩეხი მეკარე დომინიკ ჰაშეკი კვლავაც კარგ ფორმაშია და კიდევ ერთხელ აპირებს კარიერის განახლებას.

46 წლის გოლკიპერმა რუსეთის ლიგაში გამოსვლის შემდეგ პაუზის აღება გადაწყვიტა, მაგრამ "დომინატორი" ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს და დიდ ჰოკეიში დაბრუნების იმედი აქვს.

"მე ჯერ ისევ ვფიქრობ იმაზე, რომ მომავალ სეზონში თამაშს დავუბრუნდე. ამიტომაც მნიშვნელოვანია კარგ ფორმაში ყოფნა.

ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებ და ვემზადები კარიერის განახლებისთვის", - ამბობს ჰაშეკი.

ჩეხური პრესა წერს, რომ ჰაშეკი მომავალი წლის ზაფხულში ან კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს ან კონტრაქტს გააფორმებს ფინეთის, ჩეხეთის, შვედეთის ან ჩეხეთის რომელიმე კლუბთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს