თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მორიგ ბრძოლას 2012 წლის 5 მაისს გამართავს
სასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს ამერიკელი მოკრივის, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერის გულშემატკივრებმა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე მორიგ ბრძოლას 2012 წლის 5 მაისს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეივეზერის მენეჯერმა ლეონარდ ელერბემ აცნობა. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის ამერიკელი მოკრივის მოწინააღმდეგის ვინაობა.

სავარაუდო მეტოქეზე ლაპარაკისას ელერბემ განაცხადა, რომ მეივეზერს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შეხვედრა სურს, რომელსაც ბევრი თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევს.

"ჩვენ თანამედროვეობის უმსხვილესი ბრძოლის ორგანიზების იმედი გვაქვს, - ამბობს ელერბე. - ფლოიდმა ცხადად მიანიშნა ყველას, რომ უნდა გულშემატკივრებს ყველაზე სასურველი ბრძოლა აჩუქოს. ამიტომაც, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის".

მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, მაგრამ რამდენჯერმე ჩაიშალა. მეივეზერი ითხოვს, რომ ფილიპინელმა ბრძოლის წინ და შემდეგ დოპინგ კონტროლი გაიაროს ოლიმპიური წესების მიხედვით. პაკიაო ამ პირობებს არ იღებს.

34 წლის მეივეზერი ამჟამად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია WBC-ის ვერსიით 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. სულ პროფესიულ რინგზე 42 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (26 - ნოკაუტით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა