მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა განაცხადა, რომ ამ აქციას მხოლოდ სპორტისა და ხელოვნების გამო დათანხმდა
რუსული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა ვერა ზვონარევამ ჟურნალისტებს მოუყვა იმ თამამი ფოტოსესიის შესახებ, რომელიც ESPN-ის ჟურნალის მიერ იყო ორგანიზებული.

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა განაცხადა, რომ ამ აქციას მხოლოდ სპორტისა და ხელოვნების გამო დათანხმდა.

"როგორ ამბობთ - ეროტიკული კალენდარი? ეს არ არის მართალი. იქ მსგავსი არაფერია, - ამბობს ვერა ზვონარევა. - ეს ძალიან პრესტიჟული ამერიკული ჟურნალია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ცნობილი სპორტსმენების ფოტოებს და ამ გამოცემის მიზანია - დაანახოს ყველას ათლეტური სხეულის სილამაზე. ვერცერთ ფოტოში ვერ ნახავთ სხეულის ზედმეტ ელემენტს. ყველა კადრი - ლამაზ სხეულს ადასტურებს. მიმაჩნია, რომ ეს ხელოვნებაა და ამიტომაც სასიამოვნო იყო ამ ფოტოსესიაში მონაწილეობა".

"უბრალოდ, ჩემი კადრი მთლად სპორტული არ გამოვიდა, - აგრძელებს რუსი ჩოგბურთელი. - სხვა ფოტოებში სპორტსმენები პოზებში წარმოადგენენ საკუთარ სახეობებს და ეს სულ სხვა ეფექტს იძლევა".

ზვონარევამ აღიარა, რომ ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე პოზირებდა, რადგან სინამდვილეში შიშველი არ ყოფილა. "არსებობს ასეთი პროგრამა - ფოტოშოპი, რომლის წყალობითაც გახდა და რაიმე ზედმეტის ჩვენება არ მომიწია, - ამბობს ვერა. - ისევე ვიყავი ჩაცმული, როგორც პლაჟზე. იქ კი არ მრცხვენია და სიამოვნებას ვიღებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს