მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი - მან ანტისადოპინგო სამსახურის თანამშრომელი მძარცველში აერია
კურიოზულ სიტუაციაში მოხვდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი - მან ანტისადოპინგო სამსახურის თანამშრომელი მძარცველში აერია.

ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, როცა სპორტსმენი ლოს ანჯელესში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, თუმცა პრესისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. სერენას ამ ისტორიის შესახებ "ტვიტერზე" არაფერი დაუწერია.

დოპინგ-ოფიცერი ჩოგბურთელთან სახლში 26 ოქტომბერს დაახლოებით დილის ექვს საათზე მივიდა. უცნობი მამაკაცი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. უმცროსმა უილიამსმა მაშინვე პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ შეამჩნია უცნობი, რომელიც მის სახლში შესვლას ცდილობდა. ამის შემდეგ სერენა ე.წ. "შიშის ოთახში" (panic room) დაიმალა.

როგორც Yahoo! Sport წერს, ჩოგბურთელის სიფრთხილე სავსებით ლოგიკური იყო, რადგან 2011 წელს უცნობი მამაკაცი მართლაც ცდილობდა სერენას სახლში შეღწევას და საბოლოოდ ის პოლიციამ დააკავა.

მაგრამ, ამჯერად დაკავება არ ყოფილა. პოლიციელები დროულად მივიდნენ უილიამსის სახლთან, მაგრამ მალე გაირკვა, რომ მოულოდნელი სტუმარი ჩოგბურთელს დოპინგ-სინჯის ასაღებად ეწვია. ჯერჯერობით უცნობია, აასრულა თუ არა თავისი მისია დოპინგ-ოფიცერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა